საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური: ჩემპიონმა პსჟ შეაჩერა

AutoSharing Option
XII ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონმა "მონპელიემ" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა. გუნდებმა 10-10 კაცით დაასრულეს შეხვედრა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 1:1. 

ლიგა 1-ის XII ტური "ნანსი"-"რენის" მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მორიგი გოლი გაიტანა მევლუთ ერდინჩმა, რომელსაც უკვე 6 გატანილი ბურთი დაუგროვდა.

თურქი ძალიან კარგ ფორმაშია - ბოლო 5 შეხვედრაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაშიც გამოჩნდა.

ტურის მთავარი მატჩები კვირას გაიმართა და მარსელში სენსაციაც დაფიქსირდა. "ოლიმპიკმა", რომელიც ამ შეხვედრამდე პირველობის პოტენციური ლიდერი იყო, საკუთარ მოედანზე "ნიცა" ვერ დაამარცხა.

მასპინძლები ორჯერ, ანდრე აიუს და მატიო ვალბუენას გოლებით იგებდნენ, მაგრამ "ნიცამ" ანგარიში ორივე შემთხვევაში გაათანაბრა. სტუმართა მხრიდან მეორე გოლი ფაბრის აბრიელმა გაიტანა, რომელიც "მარსელში" წლების განმავლობაში თამაშობდა. აბრიელისთვის ეს 2009 წლის 17 ოქტომბრიდან მოყოლებული, პირველი გოლი იყო. მაშინ "ოლიმპიკის" რიგებში მოთამაშე ფეხბურთელმა"ნანსის" გაუტანა.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა "ბორდომ" და ჩემპიონობისთვის მებრძოლთა მარაქაში გაერია. ფრანსის ჟიოს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია - "ჟირონდელებს" ლიგა 1-ის ბოლო 19 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი აქვთ განცდილი.

"ლორიანმა" კი შესანიშნავი სტარტის შემდეგ ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი მატჩი ჩაატარა და ცოტა ხნის წინ მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდი უკვე ცხრილის მეორე ნახევარშია.

საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტური
ნანსი-რენი 1:3
გოლები: 0:1 ერდინჩი (21), 1:1 ზენკე (50), 1:2 ალესანდრინი (74), 1:3 პიტროიპა (84).

ლილი-ბრესტი 1:0
გოლი: 1:0 კალუ (45).

სტ. ეტიენი-ტრუა 2:0
გოლები: 1:0 კოადი (47), 2:0 ობამეიანი (88).

ბასტია-ვალანსიენი 2:3
გოლები: 0:1 კადირი (32), 1:1 მოდესტი (40-პენ), 2:1 პალმიერი (62), 2:2 კადირი (78), 2:3 დოსევი (80).

რეიმსი-ევიანი 1:2
გოლები: 0:1 ბერიგო (18), 0:2 ადნანი (53), 1:2 კამბონი (73-საკ. კარში).

ტულუზი-აიაჩო 2:4
გოლები: 1:0 ლიპენი (4-საკ. კარში), 1:1 სამარიტანო (16), 1:2 ბელგაზუანი (34), 1:3 ს. დიარა (67), 2:3 აბდენური (67), 2:4 ბელგაზუანი (90).

მარსელი-ნიცა 2:2
გოლები: 1:0 ა. აიუ (40), 1:1 ცვიტანიჩი (51), 2:1 ვალბუენა (68), 2:2 აბრიელი (88).

ლორიანი-ბორდო 0:4
გოლები: 0:1 ჟუსი (19), 0:2 ობრანიაკი (33), 0:3 საივე (53), 0:4 გუფრანი (58).

სოშო-ლიონი 1:1
გოლი: 0:1 გონალონი (24), 1:1 პრივატი (71)

მონპელიე-პსჟ 1:1
გოლები: 0:1 მაქსველი (37), 1:1 კაბელია (60)
გაძევება: სახო (10. პსჟ), ბელჰანდა (65. მონპელიე)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 12 6 5 1 18:8 23
2. მარსელი 11 7 2 2 16:10 23
3. ლიონი 11 6 4 1 20:11 22
4. სენტ ეტიენი 12 6 3 3 21:8 21
5. ვალანსიენი 12 6 3 3 26:14 21
6. ბორდო 12 5 6 1 17:10 21
7. ლილი 12 5 5 2 16:12 20
8. ტულუზი 12 5 4 3 20:15 19
9. რენი 12 6 1 5 16:15 19
10. რეიმსი 12 4 3 5 13:11 15
11. ლორიანი 12 3 6 3 19:25 15
12. აიაჩო 12 4 4 4 14:17 14*
13. ბასტია 12 4 2 6 19:29 14
14. მონპელიე 12 3 4 5 17:17 13
15. ნიცა 12 2 7 3 17:19 13
16. ბრესტი 12 4 1 7 11:18 13
17. ევიანი 12 3 2 7 13:20 11
18. სოშო 12 3 2 7 12:19 11
19. ტრუა 12 1 4 7 11:22 7
20. ნანსი 12 1 2 9 5:21 5
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები:
10 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - ბენ იედერი (ტულუზი); 6 - ერდინჩი (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული