საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური: დაბრუნებული იბრა და ლიდერობა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის XIV ტური ორი ყველაზე შედეგიანი გუნდის მატჩით დაიწყო, რომელშიც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. მასპინძლები, "სენტ ეტიენის" ფეხბურთელები, საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდნენ, "ვალანსიენს" მუდმივად წნეხში ამყოფებდნენ და საბოლოოდ მათი გატეხვაც შეძლეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა რომენ ამუმამ გაიტანა. ამ მოგების და სამი ქულის წყალობით, "მწვანეები" დროებით პირველ პოზიციაზე გადავიდნენ.

კრისტოფ გალტიეს გუნდს უკვე 9 მატჩია, არ წაუგია და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ძველი დიდებაც დაიბრუნოს.

შაბათის მატჩები საკმაოდ უინტერესო გამოდგა. საერთოდ, სიტუაცია მხოლოდ პსჟ-მ და ზლატან
იბრაჰიმოვიჩმა თუ გაახალისეს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა "პარი სენ ჟერმენის" ბოლო ორი თამაში (ლიგა 1-ში) დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და სწორედ ამ ტურში დაბრუნდა. პარიზელები ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტრუასთან" უპირობო ფავორიტებად ითვლებოდნენ და საკუთარი სტატუსი ბოლომდე გაამართლეს.

ანგარიში მაქსველმა გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე თავი ბლეზ მატუიდიმ, ზლატანის პასით გამოიჩინა. ამის შემდეგ გოლების გატანა თავად შვედმაც გადაწყვიტა და საბოლოოდ დუბლი გაიფორმა. იბრას ჩემპიონატში უკვე 12 გოლი აქვს გატანილი (11 შეხვედრაში).

"ტულუზმა" საკუთარ მოედანზე "ლიონი" გაანადგურა და 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. დუბლი ვისამ ბენ იედერმა გაიფორმა, რომელიც შესანიშნავად თამაშობს და ამ მომენტისთვის ბომბარდირებში 9 გოლით მეორე ადგილს იკავებს.

ასევე წააგო "ბორდომ", რომელმაც მოქმედ ჩემპიონთან ვერაფერი გააწყო. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი რემი კაბელიამ გაიტანა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური
სტ. ეტიენი-ვალანსიენი 1:0
გოლი: 1:0 ამუმა (73).

პსჟ-ტრუა 4:0
გოლები: 1:0 მაქსველი (17), 2:0 მატუიდი (23), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (70), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (89).

ნანსი-აიაჩო 1:1
გოლები: 1:0 ბაკარი (8), 1:1 მუტუ (76-პენ).

სოშო-ნიცა 0:1
გოლი: 0:1 ცვიტანიჩი (44-პენ).

ბასტია-ლორიანი 2:1
გოლები: 1:0 მოდესტი (12), 1:1 ლ. კონე (31), 2:1 ხაზრი (35).

რენი-ევიანი 0:1
გოლი: 0:1 დაუადი (79).

მონპელიე-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 კაბელია (69).

ტულუზი-ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ბენ იედერი (50), 2:0 ბენ იედერი (87), 3:0 კაპუ (90).

რეიმსი-ბრესტი 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 14 7 5 2 23-10 26
2. სენტ ეტიენი 14 7 4 3 24-10 25
3. ლიონი 13 7 4 2 23-14 25
4. ბორდო 14 6 6 2 18-11 24
5. მარსელი 12 7 2 3 16-11 23
6. ვალანსიენი 14 6 4 4 27-16 22
7. ტულუზი 14 6 4 4 23-16 22
8. რენი 14 7 1 6 18-17 22
9. ლილი 13 5 5 3 16-14 20
10. ნიცა 14 4 7 3 19-19 19
11. ლორიანი 14 4 6 4 22-27 18
12. მონპელიე 14 4 5 5 19-18 17
13. ბრესტი 14 5 2 7 14-18 17
14. ბასტია 14 5 2 7 21-33 17
15. რეიმსი 14 4 4 6 13-14 16
16. აიაჩო 14 4 5 5 15-19 15
17. ევიანი 14 4 3 7 16-22 15
18. სოშო 14 4 2 8 13-20 14
19. ტრუა 14 1 5 8 14-29 8
20. ნანსი 14 1 4 9 9-25 7

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები
12 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - ბენ იედერი (ტულუზი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 6 - ცვიტანიჩი (ნიცა), ერდინჩი (რენი), გომისი (ლიონი), გუფრანი (ბორდო), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული