2012 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული რენე ჟირარის საკუთრება გახდა. 58 წლის სპეციალისტმა "მონპელიეს" საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა და მისი არჩევა გასაკვირი ნამდვილად არ იყო.
მეორე ადგილზე "ბორდოს" დამრიგებელი ფრანსის ჟიო გავიდა, მესამე პოზიცია კი "ლიონის" მწვრთნელმა რემი გარდმა დაიკავა. ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა რუდი გარსია, რომელმაც ეს პრიზი შარშან მოიგო.
მწვრთნელებს "ფრანს ფუტბოლი" 1970 წლიდან აჯილდოვებს. 2-2-ჯერ ეს პრიზი ბევრ მწვრთნელს მოუგია (რობერ ერბენი, პიერ კაიუზაკი, მიშელ ლე მილინერი, ჟან-კლოდ სუოდო, ჟან ფერნანდესი, პაბლო
ერთი, რა თქმა უნდა, ლეგენდარული გი რუ გახლავთ (1986, 1988, 1996), მეორე კი - საფრანგეთისთვის ყველაზე დიდი გამარჯვების მომტანი ემე ჟაკე (1981, 1984, 1998).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"