იბრას თამამი გამოთქმები ბევრს ახსოვს, შვედის საფირმო ფრაზები ჩვენმა ვებგვერდმა ერთხელ უკვე შემოგთავაზათ.
ახლა კი ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა იბრაჰიმოვიჩის "მილანიდან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ მისი ყველაზე "კაშკაშა" ფრაზები შეკრიბა.
"მე თითქმის არაფერი ვიცი ლიგა 1-ზე, მაგრამ თავად ლიგა 1-ში კარგად მიცნობენ", - ზლატანის პირველი სიტყვები მისი ოფიციალური წარდგენის დროს.
"რა უვარგისი პასებია?" - სეზონის დასაწყისში იბრა ძალიან უკმაყოფილო იყო თანაგუნდელ ბლეიზი მატუიდით.
"ნკულუ? ვინ არის?
"გუნდი კი არა, ნეხვია!" - მარსელი-პსჟ-ის (2:2) მატჩის შესვენებაზე შვედმა თანაგუნდელებს უთხრა, თუ რას ფიქრობდა მათზე.
"ჩემი შვილიც კი უკეთ თამაშობს!" - "ტრუასთან" მატჩის შესვენებაზე, როცა პარიზული გუნდი მინიმალური ანგარიშით იგებდა, იბრა უკმაყოფილო იყო ანგარიშით. საბოლოოდ პსჟ-მა "ტრუა" გაანადგურა.
"ჩემი აზრით, იდეალური ადამიანი არ არსებობს. თუ ვინმე ამბობს, რომ ის იდეალურია, ესე იგი, ის ნამდვილი ნაგავია", - მორიდებული ზლატანი.
ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩის 15 ფრთიანი ფრაზა - არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი!