შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს "ლე პარიზიენი" გაესაუბრა და ბენ არფამ არ დამალა, რომ პარიზულ გუნდში თამაში მისი დიდი ხნის ოცნებაა.
"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ "ნიუკასლთან" კონტრაქტი მაკავშირებს და იქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი მთავარი მიზანი გუნდის გადარჩენაა, მაგრამ სეზონის შემდეგ არავინ იცის, რა მოხდება," – განაცხადა ბენ არფამ.
როგორც გაირკვა, ნახევარმცველი ბავშვობიდან "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივარი ყოფილა. ისევ მას მოვუსმინოთ:
ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჟურნალისტმა შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ბენ არფამ შემდეგი უპასუხა:
"ამ გუნდში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება გახლავთ. თუ მათი მხრიდან შემოთავაზება იქნება, პირობებს დიდი სიამოვნებით გავეცნობი. პსჟ-ში თამაში შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა".
გარდა ამისა, "მარსელის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტრავმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვარჯიში თებერვლის შუაში უნდა განაახლოს. შეგახსენებთ, რომ ბენ არფა "ნიუკასლში" 2010 წელს გადავიდა და იმ სეზონში მძიმე ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. შარშან ფრანგი ფეხბურთელი ჯორდების წარმატებული გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, წელს კი მხოლოდ 13 შეხვედრაში ითამაშა, 11 დეკემბერს კი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"პარი სენ-ჟერმენმა" თვალი ადრიანოს დაადგა