ლოიკ რემის "მარსელი" უშვებს

AutoSharing Option
“მარსელის” 25 წლის თავდამსხმელი ლოიკ რემი თითქმის 1,5 წლის განმავლობაში რჩებოდა ინგლისური კლუბების სამიზნეში და როგორც იქნა, ფინანსური პრობლემებით შეწუხებულმა კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

პროვანსელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა ინფორმაცია რემის “ნიუკასლში” გაყიდვაზე უკვე დაადასტურა. “ინგლისელებს უკვე ყველაფერზე შევუთანხმდით. ახლა მხოლოდ ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის საკითხია შესათანხმებელი, მაგრამ ეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება,” – აცხადებს “მარსელის” პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი. ფრანგული წყაროების ინფორმაციით, “კაჭკაჭებს” საფრანგეთის ნაკრების შემტევის გადაბირება 8,3 მილიონი ფუნტი (10 მლნ ევრო) დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლოიკ რემი დორტმუნდის
"ბორუსიაში"?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული