საფრანგეთის თასი: სენსაციების გარეშე

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალი ხუთი მატჩით გაიხსნა. მეექვსე შეხვედრა, რომელშიც "რუენს" "მარსელისთვის" უნდა ემასპინძლა, 30 იანვრისთვის გადაიდო.

ხუთი წყვილიდან ოთხში ფავორიტმა იმარჯვა – ერთადერთი მატჩი, სადაც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, "ეპინალის" და "ნანტის" შეხვედრა იყო, თუმცა გავიხსენოთ, რომ "ეპინალმა" წინა ეტაპზე გათამაშებას "ლიონი" გამოთიშა და მივხვდებით, რომ ამ გუნდის მიერ "ნანტის" დამარცხება სენსაციათა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ანგარიში ბოლო, 90-ე წუთზე გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი 3:4 დამარცხდა და ტურნირს გ
ამოეთიშა.

იოლი გამარჯვებები მოიპოვეს "ტრუამ", "ლე ავრმა" და "ევიანმა" – ამ სამმა გუნდმა ჯამში 10:0 მოიგო. შედარებით გაუჭირდა "ლორიანს", მაგრამ კრისტიან გურკუფის შეგირდებს, "სედანის" სახით, შედარებით სერიოზული მეტოქე ჰყავდათ.

სტუმართა მწვრთნელმა რამდენიმე ლიდერი დაასვენა, გამარჯვების მომტანი გოლი კი ცვლილებაზე გამოსულმა ვეტერანმა ლუდოვიკ ჟიულიმ გაიტანა. "ლორიანს" საკუთარ ისტორიაში ერთადერთი ტიტული, საფრანგეთის თასი აქვს მოგებული (2002 წელს).

თუ ამ გუნდის კარგ ფორმას გავითვალისწინებთ (ყველა ტურნირზე, ბოლო 9 თამაშიდან: 7 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება), გამართლების შემთხვევაში, 11 წლის წინანდელი წარმატების გამეორების შანსი ნამდვილად არის.

1/16-ფინალი

სედანი-ლორიანი 0:1
გოლი: 0:1 ჟიული (74).

ეპინალი-ნანტი 1:1 პენ. 4:3
გოლები: 1:0 კრილიონი (59), 1:1 ფ. ჯორჯევიჩი (90).

ავენირი-ლე ავრი 0:3
გოლები: 0:1 ბონეტი (80), 0:2 ბა (88), 0:3 მესლუბი (90-პენ).

ფონტენაი-ტრუა 0:5
გოლები: 0:1 მარკოსი (29), 0:2 ბეტიოლი (41), 0:3 ბაებეკი (83), 0:4 კამიუ (89), 0:5 კამიუ (90).

ვერტუ-ევიანი 0:2
გოლები: 0:1 ბერიგოდი (24), 0:2 ადნანი (90).

რუენი-მარსელი გადაიდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXI ტური: "ნიცას" ვეღარ აჩერებენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული