ზლატან იბრაჰიმოვიჩი: რომელი კლუბი იტყოდა უარს მოურინიოსა და რონალდოზე?

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუკი თავის გუნდში მთავარ მწვრთნელად მადრიდის "რეალის" დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს იხილავდა.

შვედი ფორვარდი პარიზულ კლუბში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად თამაშზეც არ იტყოდა უარს.

იბრაჰიმოვიჩმა ინტერვიუ ესპანელ ჟურნალისტებს მისცა და სწორედ მათ დაუსვეს შეკითხვა პორტუგალიელ სპეციალისტთან მუშაობის შესაძლებლობაზე.

"ნებისმიერი კლუბი ინატრებდა ისეთ სპეციალისტს, როგორიც მოურინიოა. იგივე ეხება რონალდოსაც. ორივე მათგანი ხომ თავის საქმეში მსოფლიოში საუკეთესოა.

უბრალოდ, ამ ეტაპზე პსჟ-ში მათ გამოჩენაზე საუბარი არარეალურია.

რა თქმა უნდა, ადამიანებმა შეიძლება იოცნებონ და სპეკულაციებსაც მიმართონ
აღნიშნულ საკითხ
ზე, მაგრამ სანამ ჟოზესა და კრიშტიანოს მოსვლაზე რეალური საუბარი არ იქნება, წინასწარ რაიმეს თქმა არასერიოზულია", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული