"ჟოფრუა გიშარზე" გამართულ შეხვედრას რაც შეეხება: "სენტ ეტიენისა" და პსჟ-ის მატჩმა მოლოდინი აშკარად გაამართლა და გულშემატკივარმა ლამაზი ფეხბურთის გარდა, დაძაბული თამაში და 4 გატანილი გოლი იხილა.
თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, თანაც ორბურთიანი სხვაობით – ჯერ ხავიერ პასტორემ გაიტანა, შემდეგ
და რა გააკეთა ამ დროს იბრამ? იგივე კუთხეში დაარტყმა თუ კუთხე შეცვალა? არა! შვედმა გააკეთა ის, რაც მას ეკადრებოდა – ე.წ. პანენკას (ახალი თაობისთვის: "პირლოს", შედარებით ძველი თაობისთვის: "ტოტის") დარტყმა შეასრულა, ლიგა 1-ში თავისი 25-ე გოლი გაიტანა და ანგარიში 0:2 გახადა.
კრისტოფ გალტიეს და მის გუნდს შექება ნამდვილად ეკუთვნით – "მწვანეებმა" მოახერხეს და ორბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრეს. სხვაობა პირველივე ტაიმში შემცირდა, როდესაც ალექსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ნახევარში კი ანგარიში ფრანსუა კლერმა გაათანაბრა. საბოლოოდ - 2:2 და "სენტ ეტიენი" კვლავ დაუმარცხებელია – საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონს 2013 წელს არ წაუგია და მისი დაუმარცხებელი სერია უკვე 10 მატჩია, გრძელდება (6 მოგება და 4 ფრე).
სამაგიეროდ, შეწყდა პიერ-ემერიკ ობამეიანის სერია – გაბონელ ფორვარდს გოლი ბოლო 8 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე - 7 ჩემპიონატში და ერთი თასზე) ჰქონდა გატანილი.
აღსანიშნავია მატჩის შემდეგ დევიდ ბექჰემის გაცხარება – 37 წლის ფეხბურთელი ბრანდაოს წაეკიდა და ბრაზილიელი უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი იმ სტადიონზე თამაშობდა, სადაც 15 წლის წინ, არგენტინა-ინგლისის მატჩის დროს, კიმ მილტონ-ნილსენისგან წითელი ბარათი მიიღო. მოკლედ, "ბექზს" "ჟოფრუა გიშარზე" სკანდალის მოწყობის გარეშე არ შეუძლია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXIX ტური: პსჟ-ს მოსაგებად იბრაჰიმოვიჩის გოლი არ ეყო [VIDEO]