მთავარი:
29 - "ბრესტთან" გატანილი 4 გოლის შემდეგ "ლორიანის" ანგარიშზე 47 ბურთია და ამ მაჩვენებლით კრისტიან გურკუფის შეგირდები საუკეთესო შედეგის მქონე "სენტ ეტიენსა" და პსჟ-ს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩებიან. "ლორიანის" მონაწილეობით გამართულ 29 შეხვედრაში, საბოლოო ჯამში 91 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში
გუნდური მიღწევები:
4 - გასავარდნ ზონაში მყოფმა "ნანსიმ" საკუთარ მოედანზე "ნიცას" 1:0 მოუგო და საშინაო არენაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. თანაც პატრიკ გაბრიელის შეგირდებს ამ ოთხ შეხვედრაში გოლიც კი არ გაუშვიათ. სულ, "ნიცასთან" მატჩში "ნანსის" ფეხბურთელებმა 21 დარტყმა განახორციელეს, რაც ამ სეზონში მათთვის საუკეთესო შედეგი იყო.
6 - "რეიმსმა" შინ "რენს" 1:0 მოუგო და საკუთარ მოედანზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა. შამპანელებმა ამ სეზონში ათეულის გუნდი მეოთხედ დაამარცხეს.
4 - "ბასტიამ" "ლიონს" 4 გოლი გაუტანა და დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა. კორსიკელებმა "ლიონს" 4 გოლი ბოლოს 1998 წელს გაუტანეს, როდესაც ასევე 4:1 მოუგეს. სხვათა შორის, "ბასტია" არის ერთადერთი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც ყველა ის მატჩი მოიგო, სადაც ანგარიში გახსნა.
ინდივიდუალური მიღწევები:
5 - "ბასტიას" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ვაჰბი ხაზრიმ სეზონში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ხაზრიმ ორი საგოლე პასი გააკეთა და ახლა მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.
3 - "ევიანმა" კარგ ფორმაში მყოფ "ლილს" 2:1 მოუგო, მასპინძელთა ტუნისელმა ფორვარდმა საბერ ხელიფამ კი ბოლო ორ შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა. ხელიფამ სულ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 9-ჯერ გამოიჩინა - ტუნისელს ბურთი ყოველ 143 წუთში ერთხელ გააქვს.
7 - 2009 წლიდან მოყოლებული, იან ჟუფრემ "ლორიანის" რიგებში სულ 7 გოლი გაიტანა - ყველა საკუთარ მოედანზე. ნახევარმცველმა 29-ე ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გატანილი გოლის გარდა იმითაც გამოირჩა, რომ მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან ბურთს ყველაზე მეტჯერ (81) შეეხო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXIX ტური: პსჟ-ს მოსაგებად იბრაჰიმოვიჩის გოლი არ ეყო [VIDEO]