ლიგა 1. სტატისტიკური მიმოხილვა: რეკორდსმენი ბაფეტიმბი გომისი

AutoSharing Option
ბაფეტიმბი გომისმა სარეკორდო გოლი გაიტანა, პსჟ-მ და "მარსელმა" კი საკუთარი დაცვის სიძლიერე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს...

მთავარი:
86
- 32-ე წურში "ლიონმა" "ტულუზს" 3:1 მოუგო. სამიდან ერთი გოლი ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა. ეს ბურთი გომისისთვის ამ სეზონში მე-14 იყო, კარიერაში კი 86-ე. ახლა საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ გომისია - 27 წლის ფეხბურთელმა ლუდოვიკ ჟიული ჩამოიტოვა, რომლის ანგარიშზეც 85 გოლია.

გომისმა ზედიზედ მე-7 სეზონი დაასრულა 10 ან მეტი გოლით. ეს სერია 2006/07 წლების სეზონიდან იღებს სათავეს. გარდა ამისა, საფრანგეთის
ნაკრების ფორვარდს აქვს შანსი, რომ საკუთარი რეკორდი მოხსნას. აქამდე სეზონში ყველაზე მეტი გოლი მან 2007/08 წლებში გაიტანა - 16. წელს გომისის ანგარიშზე 14 ბურთია, წინ კი კიდევ 6 ტურია.

გუნდური მიღწევები:
10 - "ლორიანს" შინ უკვე 10 მატჩია, არ წაუგია (7 მოგება და 3 ფრე). 2013 წელს ბრეტანელებმა შინ 16 გოლი გაიტანეს. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "სენტ ეტიენს" აქვს.

20 - "პარი სენ ჟერმენმა" ამ სეზონში კარი მშრალად უკვე მეოცედ შეინახა. ყველა "შატაუტი" სალვატორე სირიგუს ანგარიშზეა, რომელმაც 32-დან 30 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 20-ჯერ შეინახა.

85% - "სოშოსთან" შეხვედრაში, რომელიც "ნიცამ" 3:0 მოიგო, ზღვისპირელთა გადაცემების 85 პროცენტი ზუსტი იყო. ამ სეზონში "ნიცას" მსგავსი შედეგი კიდევ სამ შეხვედრაში ჰქონდა და ყველა ეს მატჩი კლოდ პუელის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩაატარა.

ინდივიდუალური მიღწევები:
2 - ჟერემი ალიადიერმა სეზონში მეორე დუბლი შეასრულა, მისმა "ლორიანმა" კი "ბასტიას" 4:1 მოუგო. "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა კარში 5-ჯერ დაარტყა. 30 წლის ფორვარდის ანგარიშზე უკვე 14 გოლია.

14 - ასევე მე-14 გოლი გაიტანა დარიო ცვიტანიჩმა. "ნიცას" ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ (2002/03 სეზონი) ერთ ჩემპიონატში 14 გოლის გატანა მხოლოდ ბაკარი კონემ (2007/08) და ლოიკ რემიმ (2009/10) მოახერხეს. ამ ორი ფეხბურთელის მიღწევის დასაჯაბნად არგენტინელს თადარიგში 6 შეხვედრა აქვს.

469 - "მარსელის" კიპერ სტივ მანდანდას გოლი უკვე 469 წუთია, არ გაუშვია. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 569 წუთია (2008/09 სეზონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXXII ტური: პსჟ-ის დიდი ნაბიჯი ტიტულისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული