ლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება

AutoSharing Option
"სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ლიგის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება. ნომინალური მასპინძელი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, 10-გზის ჩემპიონი "სენტ ეტიენია", რომელმაც ბოლო ტიტული 1981 წელს მოიპოვა, როდესაც უკანასკნელად გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ამის გარდა, "მწვანეებს" საფრანგეთის თასი 6-ჯერ აქვთ მოგებული, ხოლო ლიგის თასზე ჯერ არ უმარჯვიათ.

მიუხედავად იმისა, რომ "ლიონთან" ერთად "რენი" არის ერთადერთი გუნდი, ვინც ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდამ ლიგა 1-ის ათეულში ასრულებს სეზონს, ამ გუნდს ტიტული უკვე 42 წელია არ მოუპოვებია და ლიგის თასი არც მას მოუგია.
შეხვედრის ფავორიტად
"სენტ ეტიენი" მიიჩნევა, რომელმაც შუა კვირაში თასის 1/4 ფინალში წააგო (ლორიანთან).

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან სათასო დუბლის შესრულება გვსურდა, მაგრამ ახლა იმ თამაშზე აღარ ვფიქრობთ და მთლიანად შაბათის დაპირისპირებაზე ვართ გადართულნი. შეხვედრის დაწყების წინ 100 პროცენტით მზად ვიქნებით," - განაცხადა პიერ-ემერიკ ობამეიანმა, ვისაც 2013 წელს 12 გოლი აქვს გატანილი.

სხვათა შორის, "ლორიანთან" განცდილი მარცხი, "სენტ ეტიენისთვის" პირველი იყო 2013 წელს. საპირისპირო სიტუაციია "რენში" - ფრედერიკ ანტონეტის შეგირდები იანვრის თვეში საოცარ ფორმაში იყვნენ, მაგრამ მაშ შემდეგ რაც ტრავმა მიიღო რომენ ალესანდრინიმ, გუნდს თამაში აღარ მოუგია (2 ფრე და 6 წაგება). ამის გამო, "რენი" ჩემპიონატში მე-10 ადგილამდე დაქვეითდა და ევროტურნირის საგზურის მოპოვება მხოლოდ ლიგის თასის მოგებით შეუძლია.

ეს გუნდები წელს უკვე ორჯერ შეხვდნენ. "სენტ ეტიენმა" შინ 2:0 მოიგო (გოლები ობამეიანმა და კოადმა გაიტანეს), ხოლო "სტად დე ლა რუტ დე ლორიანზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა - რომენ დანზეს და ჟულიენ ფერეს გოლებს, იოან მოლომ და იმავე ობამეიანმა უპასუხეს.

გუნდების განვლილ გზას რაც შეეხება: "სენტ ეტიენს" ძალიან რთული გზა გამოუვდა - წინა ოთხი ეტაპიდან სამში "მწვანეებმა" პენალტების სერიაში იმარჯვეს ("ლორიანთან", "ლილთან" და პსჟ-სთან) და ერთადერთი გუნდი, რომელსაც ძირითად დროში მოუგეს "სოშო" (1/8 ფინალში) იყო.

კრისტოფ გალტიეს გუნდის საპირისპიროდ, "რენმა" ოთხივე მატჩი მოიგო, ოღონდ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ანტონეტის გუნდმა ოთხივე მატჩი შინ ჩაატარა და ასე თუ ისე სერიოზული მეტოქე, მხოლოდ 1/2 ფინალში ("მონპელიე") შეხვდა.

გუნდებს ახალი დანაკლისი არ აქვთ. "მწვანეებს" დიდი ხნის წინ ტრამირებული მაქს-ალან გრადელი და ჟერემი კლემანი ვერ დაეხმარებიან, "რენს" კი რომენ ალესანდრინის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ასევე საეჭვოა რომენ დანზეს, ჯონ მენსას და კევინ ტეოფილ-კატერინის თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები:
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე - კლერი, ბაიალი, პერენი, ბრისონი - ლემუანი, გილავოგი, კოადი - ობამეიანი, მოლო, ბრანდაო.
რენი(4-2-3-1): კოსტილი - დანზე, ბოიე, კანა-ბიიკი, მავინგა - პაჟო, მაკუნი - პიტროიპა, ფერე, დიალო - ერდინჩი.

20 აპრილი
სტ. ეტიენი-რენი 23:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +41 = 23 - 22 (137-93)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული