ლიდერად აქაც "პარი სენ ჟერმენი" გვევლინება, პარიზელებს 6 ნომინანტი ჰყავთ. მეორეზე კი "სენტ ეტიენია" - 3 ნომინაციით.
საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ვინც 27 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და პსჟ-ის წარმატების მთავარი შემოქმედია.
მწვრთნელებში გამარჯვებას კარლო ანჩელოტის უწინასწარმეტყველებენ და გასაკვირი ამაში არაფერია. აღიარებას არანაკლებ იმსახურებენ კრისტოფ გალტიე და კლოდ პუელი.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, სპეციალისტების აზრით, რემი კაბელია უნდა გახდეს,
საუკეთესო კიპერის ნომინაციაში კი ფავორიტად სალვატორე სირიგუ მოჩანს, ვისაც ამ სეზონში ყველაზე ნაკლები გოლი (21) აქვს გაშვებული. უშანსოდ არ უნდა იყოს სტივ მანდადაც, ვინც ამ სეზონში საოცარი მშრალი სერია "გამოაცხო".
ნომინანტები და შარშანდელი გამარჯვებულები:
წლის საუკეთესო ფეხბურთელი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი)
პიერ-ემერიკ ობამეიანი (სენტ ეტიენი)
ბლეზ მატუიდი (პარი სენ ჟერმენი)
ტიაგო სილვა (პარი სენ ჟერმენი)
2012 წლის გამარჯვებული: ედენ აზარი (ლილი)
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი:
რემი კაბელია (მონპელიე)
ლუკას დინიე (ლილი)
ფლორიან ტოვენი (ბასტია)
მარკო ვერატი (პარი სენ ჟერმენი)
2012 წლის გამარჯვებული: იუნეს ბელჰანდა (მონპელიე)
წლის საუკეთესო მეკარე:
მიკელ ლანდრო (ბასტია)
სტივ მანდანდა (მარსელი)
სტეფან რუფიე (სენტ ეტიენი)
სალვატორე სირიგუ (პარი სენ ჟერმენი)
2012 წლის გამარჯვებული: უგო ლორისი (ლიონი)
წლის საუკეთესო მწვრთნელი:
კარლო ანჩელოტი (პარი სენ ჟერმენი)
ელი ბოპი (მარსელი)
კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი)
კლოდ პუელი (ნიცა)
2012 წლის გამარჯვებული: რენე ჟირარი (მონპელიე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"