"ბორდო", რომელიც საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონია და ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, თასის ფინალში მეათედ გავიდა. წინა 9 შემთხვევიდან "ჟირონდელებმა" მხოლოდ სამჯერ იმარჯვეს, ექვსჯერ კი დამარცხდნენ. ამჯერად, მათთვის ერთგვარად საიუბილეო ფინალში, "ბორდოს" მეტოქე "ევიანი" იქნება, რომელიც ამ ეტაპზე პირველად გავიდა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირი
"ბორდომ" მატჩი ძალიან მძიმედ დაიწყო და გოლი უკვე მე-7 წუთზე გაუშვა - 20 წლის ჟან-კრისტოფ ბაებეკმა, რომელიც "ტრუაში" პსჟ-დან არის განათხოვრებული, ფაბრის ნსაკალას პასით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მასპინძლები მინდორზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდნენ, რისი მიზეზიც არც ტრავმები ყოფილა და არც დისკვალიფიკაციები. უბრალოდ, "ტრუა" ლიგა 1-ში ბოლოსწინა ადგილზეა და მათი მწვრთნელი ჟან-მარკ ფურლანი უპირატესობას სწორედ ჩემპიონატს ანიჭებს.
მასპინძლებისგან განსხვავებით, "ბორდოს" ჩემპიონატში მოტივაცია შერჩენილი აღარ აქვს. ამიტომ სტუმრები უძლიერესი შემადგენლობით თამაშობდნენ. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა გავლენა შედეგზეც იქონია. ანგარიშის გათანაბრება ფრანსის ჟიოს შეგირდებმა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს - თავი შეიკ დიაბატემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმი უკვე სტუმრების შეტევებით დაიწყო და ერთ-ერთ ასეთ შეტევას მეორე გოლიც მოჰყვა. "ტრუას" რიგებში ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ჟერემი ბრეშემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ მასპინძელთა რიგებში ლიდერები გამოჩნდნენ (კამიუ, დარბიონი, იატარა), მაგრამ "ტრუამ" ვერაფერი შეცვალა. "ბორდომ" დაწინაურების შემდეგ თავი კარგად დაიცვა და "სტად დე ფრანსზე" თამაშის უფლება მოიპოვა. ფინალური შეხვედრა 31 მაისს გაიმართება.
ტრუა-ბორდო 1:2
გოლები: 1:0 ბაებეკი (7), 1:1 დიაბატე (41), 1:2 ბრეშე (63-საკ. კარში).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ევიანი" საფრანგეთის თასის ფინალშია