"ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ფორვარდმა რადამელ ფალკაომ "მონაკოსთან" მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კოლუმბიელი ჩვენთან გადმოვიდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია", - წერს რიბოლოვლევი "მონაკოს" ოფიციალურ საიტზე.
26 წლის კოლუმბიელმა, რომელსაც "ელ ტიგრეს" (ვეფხვი) ეძახიან, ახალ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო სატრანსფერო თანხა არ გამოუცხადებიათ.
ასევე იხილეთ:
რადამელ ფალკაო "მონაკოს" 45 მილიონი ევრო უჯდება