ერიკ აბიდალი "მონაკოს" შეუთანხმდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 33 წლის ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა "მონაკოსთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

აბიდალი იმ კლუბში ბრუნდება, სადაც კარიერა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ესპანური გუნდიდან აბიდალი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

მისი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. "ბარსელონამ" ფეხბურთელს ადმინისტრაციაში სამსახური შესთავაზა, თუმცა ფრანგმა აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე წელი სურს მაღალ დონეზე თამაში.

2012/13 წლების სეზონში ფრანგმა მცველმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია L’Equipe-ი
ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული