ლიგა 2-ის ჩემპიონმა უკვე რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა.
შეგახსენებთ, "მონაკომ" რადამელ ფალკაო, რიკარდო კარვალიო, ჯეიმს როდრიგესი და ჟოაო მოუტინიო შეიძინა, მაგრამ 61 წლის რანიერის აზრით, გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე სჭირდება იმისთვის, რომ პსჟ-ს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.
"ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა, მაგრამ ამ შემადგენლობით მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება. წინა წელთან შედარებით, გუნდი შეიცვალა და გაძლიერდა, მაგრამ ჩვენი სატრანსფერო კამპანია
თუმცა ჩვენ ამბიციური პრეზიდენტი გვყავს და გვაქვს ფულიც. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა რანიერიმ "კორიერე დელო სპორტთან" საუბრისას.
"მონაკო" მომავალზეც ზრუნავს
სანამ კიდევ ერთ ვარსკვლავს შეიძენს, იქამდე საგრაფოს გუნდი მომავალზეც ზრუნავს. "ლიონიდან" 17 წლის ფორვარდის, ანტონი მარტიალის და დონეცკის "მეტალურგიდან" 19 წლის იტალიელი თავდამსხმელის, გაეტანო მონაკელოს შეძენის შემდეგ "მონაკომ" კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი იყიდა. მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდის წევრი ფაბინიო, რომელმაც წინა სეზონში ერთი მატჩი ლა ლიგაშიც ითამაშა, კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. 19 წლის მცველმა "რეალის" რიგებში "მალაგასთან", 36-ე ტურის შეხვედრაში ითამაშა და ანხელ დი მარიას საგოლე პასიც მიაწოდა.
ტულალანი თითქმის მონაკოელია, უარი აბიდალს
"მალაგას" 29 წლის ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი ძალიან ახლოსაა "მონაკოში" გადასვლასთან.
"მალაგას" გენერალური დირექტორი ვისენტე კასადო უკვე მონტე-კარლოშია და "მონაკოს" ხელმძღვანელობას ტულალანის ტრანსფერზე ელაპარაკება. "ნანტის" და "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელი დაახლოებით 5 მილიონი ევრო ღირს.
ამასობაში "მონაკომ" "ბარსელონას" ყოფილ მცველ ერიკ აბიდალს გუნდში ჩარიცხვაზე უარი უთხრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟერემი ტულალანი თითქმის მონაკოელია