ერიკ აბიდალი "მონაკოში" გადავიდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "მონაკოსთან". 33 წლის ფრანგი "მონაკოს" ცენტიც არ დაუჯდა, რადგან ის თავისუფალი აგენტია.

კონტრაქტი ისეა შედგენილი, რომ თუკი მხარეები დათანხმდებიან, ის ავტომატურად კიდევ 1 წლით გაგრძელდება.

"მონაკომ" უკვე წარადგინა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ აბიდალი პირველი ფეხბურთელია მსოფლიოში, ვინც ღვიძლის გადანერგვის შემდეგ დაუბრუნდა პროფესიულ კარიერას. მან პროფესიული კარიერა სწორედ "მონაკოში" დაიწყო - 2000-02 წლებში.

ასევე იხილეთ:
ერიკ აბიდალი "მონაკოს" შეუთანხმდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული