დიმიტრი რიბოლოვლევის გუნდმა 26 წლის მოუტინიოში 25 მილიონი ევრო, ხოლო 21 წლის როდრიგესში 45 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ, შემდეგ კი მათ ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრეს.
"პორტუგალიის ჩემპიონატის შემდეგ ძალების გამოცდა სხვა ქვეყნის პირველობაზე მსურდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა "მონაკოს" ძალიან საინტერესო წინადადება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იყო. მე შესანიშნავი პროექტის მონაწილე გავხდი და მოვხვდი გუნდში, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს. ორ-სამ წელიწადში
დაახლოებით იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა ჯეიმს როდრიგესმა: "ამ კლუბს შესანიშნავი ისტორია აქვს. "მონაკოში" ზრდის და დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად თამაშის საშუალება მექნება. ჩემთვის აქ გადმოსვლა ნამდვილი გამოწვევა იყო".
ორივე ახალწვეულმა განაცხადა, რომ ლიგა 1-ს აქამდეც კარგად იცნობდა და ამ ტურნირს მუდამ თვალს ადევნებდა.
ჯეიმს როდრიგესი: "ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა, თუმცა პირველ წელს მთავარი მაინც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. იმის გამო, რომ ამ ტურნირზე არ ვმონაწილეობთ, ლიგა 1-ზე კონცენტრირების საშუალება გვექნება, რაც კონკურენტებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში გვაყენებს".
"პირველი სეზონი ყველაზე რთულ იქნება, - მიაჩნია ჟოაო მოუტინიოს, - ჩემპიონთა ლიგის საგზური აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ და შემდეგ, ყოველ წელს უფრო უკეთ ვითამაშოთ, იმის იმედად, რომ ერთ დღესაც ჩემპიონები გავხდებით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟერემი ტულალანი მონაკოელია