კლაუდიო რანიერი: რადამელ ფალკაომ მატჩის ბედი გადაწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ბორდოსთან" (2:0) საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გუნდმა ორი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მაგრამ რამე მიღწევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო "მონაკოს" თამაშის ხილვა, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმედგ, როგორიც "ბორდოა".

სეზონი ნორმალურად დავიწყეთ, რადგან ძლიერ მეტოქეს კარგად ვეთამაშეთ. პირველი ტაიმი განსაკუთრებით კარგი იყო, მეორეში კი დადებითი და უარყოფითი მომენტები იყო, მაგრამ ფალკაომ გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ყოველთვის სასიამოვნოა სეზონის კარგად დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამდენი უცხოელი და ახალწვეული გყავს, ეს
მათ სწრაფ ადაპტაციაში ხელს უწყობს",
- თქვა რანიერიმ.

"მონაკო" 82-ე წუთზე რივიერის გოლით დაწინაურდა, ხოლო წერტილი შეხვედრას 86-ე წუთზე ფალკაომ დაუსვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია L’Equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული