"მინდა განვაცხადო, რომ "მარკაში" დაბეჭდილი სტატია აბსურდული ტყუილია.
"მონაკოში" ყველაფერი მაკმაყოფილებს. მე ავირჩიე ეს პროექტი", - თქვა ფალკაომ.
აღნიშნული ჭორები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმაც უარყო.
ესპანური გამოცემა საკუთარ სტატიაში ირწმუნებოდა, რომ ფალკაო იმედგაცრუებული იყო "მონაკოს" პროექტით და წასვლა ამ ზაფხულს სურდა.
მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. II ტური: რადამელ ფალკაო შეიძლება წავიდეს [VIDEO]