საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური: ორხელისუფლებიანობა

AutoSharing Option
პარიზის გარეუბანში "მონაკომ", მართალია, არ წააგო, მაგრამ წაფორხილებით კონკურენტ "პარი სენ-ჟერმენს" ქულებით დაწევის საშუალება მისცა.

8 ტურის შემდეგ ჩემპიონობის ორი ფავორიტი 18-18 ქულით ლიდერობს და არც "მარსელია" შორს...

ვალბუენას შოუ "ლე მუსტუაზე"
"ლე მუსტუაზე" მატიო ვალბუენას შეჩერება კვლავ ძნელია - გასულ სეზონში აქ სწორედ საფრანგეთის ნაკრების ტანმორჩილი შემტევის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო "მარსელმა" "ლორიანს". ახლაც მან გახსნა ანგარიში 58-ე წუთზე შესრულებული შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით.

სტუმართა მეორე გოლი აბედი პელეს ვაჟმა, ანდრე აიუმ უკვე დამატებულ დროში
გაიტანა. ვალბუენამ უკვე მე-4 გოლი გაიტანა "ლორიანის" კარში, მაგრამ მხოლოდ გოლიც არ არის, ის მოედანზე საუკეთესო იყო.

ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო ელი ბოპის გუნდის ჩემპიონატში. "მარსელი" დაწინაურებულებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, გუნდი კი "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის თამაშზე გადაერთო.

კავანიმ იბრას ისევ აჯობა
პარიზელებს გამარჯვება იტალიიდან დამატებულმა ახალწვეულებმა - მარკინიოსმა და ედინსონ კავანიმ მოუტანეს. ლორან ბლანის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის "ბენფიკასთან". ამიტომაც სათადარიგოებს შორის მოხვდნენ კავანი, ესეკილ ლავეცი და ბლეზ მატუიდი.

პირველი, მშვიდი 40 წუთის შემდეგ პსჟ-მ საჯარიმოს გათამაშებიდან იფეთქა - ტიაგო მოტას ჩაწოდებულს მარკო ვერატის თავური მოჰყვა, ამას კი - არეულობა "ტულუზის" კართან, რომლითაც 19 წლის ბრაზილიელმა მარკინიოსმა ისარგებლა. მან უკვე გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს გოლი პირველი იყო მისთვის ლიგა 1-ში.

მეორე ტაიმში ბლანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი კავანით შეცვალა და ცვლილებამ მალე გაამართლა - უროს სპაიჩმა ის საჯარიმოში წააქცია (თუმცა ეპიზოდი საკამათო იყო) და თავად დაზარალებულმა გაიტანა ჩემპიონატში მე-4 გოლი.

მოგება უმწვრთნელოდ
"ბასტიამ" შეძლო 10-გზის ჩემპიონ "სენტ ეტიენთან" სტუმრად 0:2-ის გადარჩენა. ფრანსუა-ჟოზეფ მოდესტომ გათანაბრება 94-ე წუთზე შეძლო და ამით მასპინძელთა ფანებს ახალი ტრიბუნის გახსნა ჩაუშხამა.

"ალიანს არენაზე" "ნიცამ" დარიო ცვიტანიჩის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა "გენგამი". არგენტინელმა ბურთი თავურით გაიტანა. "ნიცა" ახალ სტადიონზე უდანაკარგოდ თამაშობს.

"ლიონი" შინ "ლილთან" ვერაფერს გახდა. ის კი არა, რომ არა ანტონი ლოპეშის კარგი თამაში კარში, წააგებდა კიდევაც.

როგორც იქნა, "სოშომაც" მოიგო, თანაც მას მერე, რაც მწვრთნელი დაკარგა - ერიკ ელის გადადგომიდან 3-4 დღის მერე "სოშომ" "ვალანსიენს" 2:0 მოუგო - ბოლო ადგილზე ახლა "ვალანსიენმა" გადაინაცვლა.

საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტური
ლორიანი-მარსელი 0:2
გოლები: 0:1 ვალბუენა (58), 0:2 ა. აიუ (91)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მენდი - რომაო, იმბულა-ვანგა - პაიე, ვალბუენა (76. შეირუ), ა. აიუ - ჯ. აიუ (59. ხალიფა)

პსჟ-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 მარკინიოსი (41), 2:0 კავანი (79-პენ)
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ზ. კამარა, მაქსველი - ტიაგო მოტა - ვერატი, რაბიო - ლუკას მოურა (79. მატუიდი), იბრაჰიმოვიჩი (67. კავანი), მენეზი (57. ლავეცი)

ევიანი-ბორდო 1:1
გოლები: 1:0 ბერიგო (25), 1:1 დიაბატე (70)
გაძევება: პუნჯე (80. ბორდო)

ლიონი-ლილი 0:0
ლიონი (4-4-2): ლოპეში - ზეფანე (64. ბენზია), ბედიმო, კონე, უმტიტი - გრენიე, გონალონი, მვუემბა (80. მალბრანკი), ფეკირი (54. ფერი) - გომისი, ბრიანი

ნიცა-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 ცვიტანიჩი (48)

სოშო-ვალანსიენი 2:0
გოლები: 1:0 ბაკამბუ (12), 2:0 კარლაო (18)

სტ. ეტიენი-ბასტია 2:2
გოლები: 1:0 ტაბანუ (27), 2:0 დიომანდე (57), 2:1 ბრუნო (85), 2:2 მოდესტო (94)

რენი-ნანტი 1:3
გოლები: 0:1 ჯორჯევიჩი (17), 0:2 გაკპე (42), 1:2 ნ. ოლივეირა (56), 1:3 დო (93)

აიაჩო-მონპელიე 1:1
გოლები: 0:1 კაბელია (10-პენ), 1:1 ზუბარი (36)
გაძევება: ჯებური (38. მონპელიე)

რეიმსი-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 დევო (4), 1:1 მოუტინიო (13)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ფაბინიო, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ოკამპოსი, ობადი, მოუტინიო, ფერეირა (69. ჯ. როდრიგესი) - ფალკაო, რივიერი (55. კონდოგბია)
გაძევება: თურანი (87. რეიმსი)

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო); 5 - დარიო ცვიტანიჩი (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. VIII ტურის წინ: როგორ გავაჩეროთ "მონაკო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული