ოკამპოსმა პირველი გოლის ავტორი ბელგიელი იანიკ ფერეირა-კარასკო შეცვალა, ორივე ფეხბურთელს ასისტენტობას კოლუმბიელი ჯეიმს როდრიგესი უწევდა. ამ ორ გოლს შორის კი საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გოლი იყო - რენო კოადის პასით თავი რომა ჰამუმამ გამოიჩინა.
კლაუდიო რანიერი (მონაკო): "ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათის სიმტკიცე, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა ამ საღამოს კარგად გამოავლინეს. მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ.
ჯეიმს როდრიგესს ძლიერ ვაკრიტიკებდი, მაგრამ მგონი ის პრესას არ კითხულობს, მერე მივედი და ვუთხარი, რომ ის ჩემპიონია და მისი მჯერა... ორი საგოლე პასი გააკეთა".