ქარიმ ბენზემა: ეს გოლი წნეხს მომიხსნის

AutoSharing Option
ქარიმ ბენზემამ, რომელმაც ბოლოს და ბოლოს შეწყვიტა საფრანგეთის ნაკრებში თავისი უგოლო სერია, თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა რთულ ვითარებაში მხარში დგომისთვის.

1224-წუთიანი "მშრალი სერია" ქარიმმა ავსტრალიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შეწყვიტა, რომელიც ფრანგებმა ანგარიშით 6:0 მოიგეს. იმ მატჩში "რეალის" ფორვარდმა შესვენებაზე ოლივიე ჟირუ შეცვალა.

"ბოლოს და ბოლოს გავიტანე და ეს გოლი წნეხს მომიხსნის. მადლობელი ვარ გუნდის, რომელიც მხარს მიჭერდა მთელი ამ დროის მანძილზე.

სასიამოვნო იყო ისიც, რომ პუბლიკაც ჩემს მხარეს იყო".


15 ოქტომბერს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში ბოლო
მატჩი ფინეთთან ელის, ხოლო იმისთვის, რომ ჯგუფში ესპანეთს გადაასწროს, "სტად დე ფრანსზე" აუცილებლად უნდა მოიგოს, ამავდროულად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა შინ საქართველოს ნაკრებთან უნდა წააგოს.

"წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს, რომელშაც გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ",
- აქვეყნებს ბენზემას ნათქვამს fourfourtwo.com.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული