პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მეორეში იგივე მის ნაცვლად შესულმა ედინსონ კავანიმ გააკეთა.
ლორან ბლანი (პსჟ): "კარგი საღამოა პსჟ-ისთვის. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ შანსი ახალგაზრდებსაც მივეცი, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ოთხი გოლი და კიდევ უფრო მეტი შანსი ამის დასტურია.
სეზონი გრძელია, მოტივირებული ყველაა და ეს მახარებს".
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ): "ძალიან კარგი მატჩი იყო. წინასწარ ვიცოდი, რომ 45 წუთზე მეტს ვერ ვითამაშებდი და უნდა მომესწრო.