ზლატან იბრაჰიმოვიჩი: წინასწარ ვიცოდი, რომ 45 წუთზე მეტს ვერ ვითამაშებდი და უნდა მომესწრო [VIDEO]

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" "ბასტია" 4:0 გაანადგურა და 24 ქულით ლიგა 1-ის ლიდერია.

პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მეორეში იგივე მის ნაცვლად შესულმა ედინსონ კავანიმ გააკეთა.

ლორან ბლანი (პსჟ): "კარგი საღამოა პსჟ-ისთვის. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ შანსი ახალგაზრდებსაც მივეცი, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ოთხი გოლი და კიდევ უფრო მეტი შანსი ამის დასტურია.

სეზონი გრძელია, მოტივირებული ყველაა და ეს მახარებს"
.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ): "ძალიან კარგი მატჩი იყო. წინასწარ ვიცოდი, რომ 45 წუთზე მეტს ვერ ვითამაშებდი და უნდა მომესწრო.
მაგრამ მთავარი მაინც პსჟ-ს გამარჯვებაა"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული