ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პსჟ ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ანჩელოტის დროს [VIDEO]

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-13 ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" შინ 3:1 დაამარცხა "ნიცა". გამარჯვებაში ლომის წილი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაიდო - შვედის ანგარიშზე სამივე გოლია.

აქედან ერთი გოლი ზლატანმა პენალტით გაიტანა. ლორან ბლანის გუნდი 31 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

იბრაჰიმოვიჩის როლი პსჟ-ს წარმატებაში მართლაც დიდია - ზლატანმა პარიზული კლუბის 96 გოლიდან 49-ში მიიღო მონაწილეობა - ან გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა. ეს კი გოლების ნახევარია.

"მთავარი ჩემი სამი გოლი კი არა, გუნდის გამარჯვებაა. "პარი სენ-ჟერმენი" ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში. ჩვენ ახლა უფრო თავდაჯერებულად
ვთამაშობთ და გამოცდილებაც მოგვემატა. რომ არაფერი ვთქვათ, ნახევარმცველთა შესანიშნავ ტრიოზე. წლეულს მოედანზე უფრო გვიადვილდება"
, - განაცხადა მატჩის გმირმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული