ფრანკ რიბერი: ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალში" მექაჩებოდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ფრანგმა ლიდერმა ფრანკ რიბერიმ, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს, აღიარა, რომ რამდენიმე წლის წინ "ბარსელონაში" ან მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

"ბარსა" და "რეალი" უდიდესი გრანდებია და იყო დრო, როცა ორივე კლუბს ძალიან ვუნდოდი, - იხსენებს 30 წლის რიბერი ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ინტერვიუში, - ჩემი დასაწუნი არცერთს არაფერი სჭირს, მაგრამ მე უფრო "რეალში" გადასვლის პერსპექტივა მხიბლავდა.

"სამეფო გუნდი" ჩემთან უფრო ახლოსაა, ვიდრე კატალონიური გრანდი. განსაკუთრებით, ჩემი თანამემამულე ზინედინ ზიდანი აქტიურობდა, ზიზუს ძალიან უნდოდა, რომ "რეალში" გადავსულიყავი".

თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა მაშინ "ბაიერნში" დარჩენა გადაწყვიტა და რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, წინა სეზონში კი მიუნხენელებთან ერთად ჰეთ თრიქი შეასრულა. შესაბამისად, ახლა დიდი შანსია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარონ.

რიბერი: "ვნახოთ, რა იქნება. "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში სუპერკონკურენტები მყავს - მაგალითად, კრიშტიანო რონალდო, რომელიც გრანდიოზული ფეხბურთელია".

რიბერიმ "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლაზეც ისაუბრა: "აქ ყველა ფიქრობდა, პეპი მოვა და "ბაიერნშიც" იგივეს გააკეთებს, რასაც "ბარსელონაში" აკეთებდაო, მაგრამ ასე არ მოხდა. გვარდიოლა მიუნხენში თავისი იდეებითა და კონკრეტული ხედვით ჩამოვიდა, გუნდს ახალი იმპულსები შესძინა. პეპი ყოველთვის უაღრესად მოტივირებულია და ფეხბურთელებისთვისაც შესანიშნავი მოტივატორია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ოქროს ბურთი" და სტატისტიკა: რატომ ვერ აიღებენ "ოქროს ბურთს" ჩავი და ინიესტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული