ფრანკ რიბერი: საფრანგეთში ბევრს არ სურს, რომ "ოქროს ბურთი" მოვიგო

AutoSharing Option
ფრანკ რიბერი სამშობლოში გაუნაწყენებიათ. იგი მიიჩნევს, რომ საფრანგეთში არც ისე მცირე ნაწილს ურჩევნია, "ოქროს ბურთი" სხვამ მოიგოს...

"როგორც აუტსაიდერს, ისე წარმომაჩენენ. არადა, "ოქროს ბურთი" რომ მოიგო, დიდი მხარდაჭერა გჭირდება. აბა, ჰკითხეთ არგენტინელებს ან პორტუგალიელებს, მისცემენ ისინი ხმას რიბერის? საფრანგეთში კი ხშირად მგონია და ვგრძნობ, რომ ბევრს ურჩევნია, ჯილდო მესიმ ან რონალდომ მოიპოვოს. მაინტერესებს - რატომ? მე სტაბილურად კარგი თამაში ვაჩვენე და ბევრი ტიტული მოვიპოვე" - განაცხადა გაბრაზებულმა რიბერიმ.

შესაძლოა, სამშობლოში იგი ბევრს აუტსაიდერად მიაჩნია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ბუკმეკერები პირიქით, ფავორიტად
თვლიან. "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობას 13 იანვარს გავიგებთ, როდესაც ციურიხში სპეციალური ცერემონია გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი, მისი კომპანია და თამამი იარმოლენკო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული