აღსანიშნავია, რომ პარიზელებს ოფიციალური მატჩი ძირითად დროში 36 თამაშის წინ დათმეს - 2013 წლის 2 მარტს გასვლაზე "რეიმსთან". იმის მერე, წინა ტურამდე იყო თასზე წაგებული შეხვედრა, ოღონდ პენალტების სერიაში (17 აპრილს) და მაშინაც დედაქალაქელების მეტოქე "ევიანი" იყო. ბარემ ვთქვათ ისიც, რომ საკუთარ კედლებში პსჟ 2012 წლის 17 ნოემბრის
მართალია, პარიზელები დამარცხდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და მომენტებიც ჰქონდათ, რომლებიც ვერ გამოიყენეს. ამას "ევიანის" მთავარი მწვრთნელი პასკალ დუპრაზიც აღიარებს: "ჩემს გუნდს ბევრი შეუძლია, რაც ამ მატჩმაც გამოაჩინა. თუმცა ხშირად რაღაც გვაკლდება და ეს უკვე პირველ ტაიმში გამოჩნდა, როდესაც მეტოქეს რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ გამოვიყურებოდით და პსჟ-ის დარი გუნდი დავამარცხეთ, რაც გვახარებს".
ლორან ბლანი: "გული მწყდება იმაზე, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ანგარიში რომ გაგვეხსნა, საბოლოოდ სხვა შედეგს მივიღებდით და ამოცანა გაგვიადვილდებოდა. მეორე ნახევარში კი სუსტად გამოვიყურებოდით და ხავიერ პასტორეს გარდა, თამაშს ვერავინ ამწვავებდა. "ევიანი" კი ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა, ბრავო ევიანელებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური: ენიეამას მშრალი კანონი