19 წლის ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტი "მილანთან" 2017 წლამდე იქნება, იჯარის წესით ფრანგულ გუნდში ითამაშებს.
"ძალიან ბედნიერი ვარ "მონპელიეში" გადასვლით. წინადადებები "მარსელიდან" და "ლიონიდანაც" მქონდა, მაგრამ მინდა "მონპელიეს" დავეხმარო.
არ ვარ დამწუხრებული იმის გამო, რომ 2012 წელს "როსონერიში" აღმოვჩნდი. ახლა "მილანში" დაბრუნების იმედი მაქვს", - თქვა ნიანგმა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით