ზლატან იბრაჰიმოვიჩის რაიმე სახის გამოსვლის გარეშე ეს სუპერმატჩი, ცხადია, ვერ ჩაივლიდა და იბრამაც არ დაგვაღალატა - კარგი ჯარიმის გატანის გარდა, ერთ-ერთ ეპიზოდში მან "ლილის" ლიდერსა და ასევე გოლის ავტორს, რიო მავუბას ხელი ჰკრა. იბრაკადაბრასთან შედარებით ტანჩია მავუბამ მას არ მოუთმინა და გაექაჩა - ჯერ უკნიდან თავში უთაქა, მერე
რასაკვირველია, დარტყმა ისეთი არ ყოფილა, რომ იბრაჰიმოვიჩის ვარდნა გამოეწვია და საერთოდ, ყველაფერი მისი დაწყებული გახლდათ, მაგრამ "ლილის" კაპიტანსაც რომ ზედმეტი მოუვიდა, უდავოა. არბიტრმა, რომლის ცხვირწინაც ხდებოდა ეს ყოველივე, ლოიალური გადაწყვეტილება მიიღო და ორივეს ყვითელი ბარათი აუფრიალა, რამაც პარიზელები უკმაყოფილონი დატოვა, ხოლო მავუბა - მეტ-ნაკლებად კმაყოფილი, ის გაძევებას გადაურჩა.
"შევეხე თუ არა, დაეცა, იგი ხომ სიმაღლეში ორი მეტრია... იბრაჰიმოვიჩმა პროვოკაციაზე წამომაგო. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ეს გარდაუვალი წითელი ბარათი იყო, მაგრამ ამჯერად მსაჯმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო" - თქვა მავუბამ.
უშუალოდ მატჩზე ამახვილებდა ყურადღებას დედაქალაქელთა დამრიგებელი ლორან ბლანი: "ასეთი შეხვედრების მერე ორი სახის გრძნობა გაქვს ხოლმე - სინანული და სიამოვნება. დასანანია ის, რომ პირველი ტაიმი ვერ მოვიგეთ, არადა, ვდომინირებდით. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი და ნასიამოვნები ვარ, მაგრამ შედეგით არა. თუმცა მოგება "ლილსაც" შეეძლო.
ჩვენი შემტევი პოტენციალი მარტო იბრაჰიმოვიჩი და კავანი არ არის. მთელმა გუნდმა ეფექტურად უნდა ითამაშოს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრად მეტი შეუძლიათ, მათ უნდა მოუმატონ. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ სეზონის მეორე ნახევარში".
მოკლედ, პარიზელებმა პირველი წრე ცხრილის კენწეროში, ოთხქულიანი უპირატესობით დაასრულეს და ახლა სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვებიან, სადაც გუნდი კვლავ აპირებს აქტიურობას. იქამდე აქტუალურია კონტრაქტების გახანგრძლივების თემაც.
მაგალითად, ტიაგო მოტამ დაადასტურა, რომ კლუბთან ახალ შეთანხმებას დღე-დღეზე მოაწერს ხელს. პარალელურად კი, "პარი სენ-ჟერმენმა" "ნაიკთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა. შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი ამერიკულ კომპანიასთან 1989 წლიდან თანამშრომლობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რიო მავუბას ჩხუბი საფრანგეთის ჩემპიონატში [VIDEO]