თუმცა, ფრანგი ფეხბურთელის თქმით, დღეს ტურინულ კლუბში ის ყველაფრით კმაყოფილია.
"რა დასამალია და, ბავშვობაში "არსენალში" ან "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ ამჟამად "იუვენტუსში" ვიმყოფები და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
დღეს ჩემი ოცნება საფრანგეთის ეროვნულ გუნდში რეგულარულად თამაშია.
ჩემთვის "იუვენტუსი" ზინედინ ზიდანი, დავიდ ტრეზეგე და პაველ ნედვედია - ნიჭის, კლასის, დისციპლინისა და გუნდური ერთსულოვნების ნაზავი.
ვიცი, რომ მხოლოდ უკეთესად თამაშის დაპირება საკმარისი არაა. მინდა, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. არ ვჩქარობ,