არადა, კრისტიან გურკუფის გუნდი თითქოს ძალიან კარგ ფორმაში იყო. მართალია, ბრეტონელთა შემადგენლობა ცოტა გადახალისებული გახლდათ, მაგრამ შედეგი მაინც ძალიან მოულოდნელია.
"კლასიკური სათასო მატჩი გამოვიდა. მეტოქის შემართება სულაც არ გაგვკვირვებია. სამოყვარულო გუნდებისთვის თასი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ სათანადოდ ვერ გავისარჯეთ" - თქვა გურკუფმა.
ასევე მეოთხელიგელ "რომორანტენთან" ძალიან იწვალა "ტულუზმა". ალენ კაზანოვას "ცალი ფეხით"
დრამატული გამოდგა ფილიპ მონტანიეს ამჟამინდელი და ყოფილი გუნდების დუელი. საბოლოოდ, აწმყომ აჯობა წარსულს და ძირითადში ნათამაშები 1:1-ის მერე, მომთანგველ პენალტების სერიაში "რენმა" "ვალანსიენს" 8:7 მოუგო. სხვათა შორის, ბრეტონელებმა ისე ერთი გოლიც პენალტით გაიტანეს.
მოკლედ უნდა ვთქვათ ორ უცნაურად განვითარებულ შეხვედრაზეც. რიგით მეხუთე ლიგის ბინადარი "ლა როშე" ლიგა 2-ის მკვიდრ "სერკლ ატლეტიკ ბასტიას" გმირულად უძლებდა და თითქოს უპირატესობაც მიიღო, როდესაც მეტოქე 10 კაცით დარჩა, მაგრამ სწორედ ამის მერე გაუშვა 3 გოლი დამატებით დროში.
ასევე ბოლო საფეხურზე, ანუ მეხუთე ლიგაში მყოფ "ობანს" ნამდვილი ტრაგედია გადახდა თავს. შეუძლებელია ეს გუნდი არ შეგეცოდოს. ობანელები თავიდანვე დაწინაურდნენ, მერე მე-80 წუთზე გაუშვეს, მაგრამ 87-ე წუთზე ისევ გაიტანეს და როცა უკვე ზეიმისთვის ემზადებოდნენ, სტუმრებმა კვლავ გაათანაბრეს. დამატებით დროში "ობანი" 10 კაცით დარჩა, მაგრამ არ გატყდა და მეტიც, წინ გასვლაც მოახერხა... თუმცა "დიჟონმა" ახლა უკვე დამატებითი დროის ბოლო წუთზე, ანუ 120-ეზე გაათანაბრა და მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანა. ცხადია, თერთმეტმეტრიანებშიც სტუმრებს გაუმართლათ.
მეორე სათამაშო დღეს უფრო მეტი უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი გავიდა არენაზე და ყველაფერმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. თითქმის ყველა ფავორიტმა უპრობლემოდ იმარჯვა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველაზე მეტად "მონაკომ" იწვალა. კლაუდიო რანიერის გუნდმა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რადგან მინდორზე საბრძოლო შემადგენლობით გავიდა და ამის მიუხედავად, ორჯერ აგებდა მესამელიგელ "ვანთან". თუმცა სტუმრებს იანიკ ფერეირა-კარასკომ უშველა და 86-ე წუთზე გატანილი გოლით აარიდა სირცხვილს.
იწვალა "ბორდომაც". "რაონ ლ’ეტაპი" ჟირონდელებთან შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლის უკვე დამატებით დროში გაგრძელებას ფიქრობდა, დავიდ ბელიონი რომ გამოენთო, მასპინძლებს იმედის ნაპერწკალი ჩაუქრო და ყველაფერი თავის ადგილას დააყენა.
საკუთარი ადგილისკენ მიუთითა მოწინააღმდეგეს "ლილმაც". მატჩის დებიუტში ნორდინ ბენარიემ "ამიენი" დააწინაურა და სიტუაცია არია, მაგრამ... ლილელთა გმირი სალომონ კალუ გახდა.
სულაც 6 გოლი გაიტანა "ლიონმა", რომელმაც "ლა სიუზის" აწყენინა. რემი გარდის გვარდიამ გაილაღა. 6 გოლი გაუტანა მეტოქეს "ოსერმაც".
აღსანიშნავია, რომ ლიგის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს "ნანტი" და "ნიცა" ხვდებიან და აგერ, ისინი აქეთაც გადაეყარნენ ერთურთს. ამჯერად კლოდ პუელის გუნდმა იძალა. "იადონები" შურისძიებას 15 იანვარს შეეცდებიან, როდესაც ისევ საკუთარ კედლებში დაუხვდებიან მეტოქეს.
რამდენიმე მატჩი უამინდობის გამო გადაიდო, მათ შორის, პსჟ-ის დაპირისპირება "ბრესტთან".
ავრანში-ლანსი 1:3
ეპინალი-ნიორი 1:4
მონ აზერგი-ისტრი 1:1 (3:2 პენ)
პონტარლიე-კაენი 1:3
იურა სუდი-კრეტეი - გადაიდო
შამბლი-ანჟერი 1:1 (5:6 პენ)
ობანი-დიჟონი 3:3 (4:5 პენ)
ლა როშე-სა ბასტია 0:0 (0:3 დ.დ.)
მანი-მულენი 1:6
იზიორი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 მბიდა (24)
ბულონი-ბოვე 3:1
ბრესიუირი-სოშო 0:3
გოლები: 0:1 პრჩიჩი (15), 0:2 ა. კამარა (30), 0:3 ა. კამარა (37)
ლე ერბიე-პლაბენეკი 0:1
პუასი-კონკარნო 0:1
რომორანტენი-ტულუზი 1:2
გოლები: 0:1 რეგატენი (37), 1:1 ლინორი (86), 1:2 ბრეიტვეიტი (90+4)
რენი-ვალანსიენი 1:1 (8:7 პენ)
გოლები: 1:0 ფერე (67-პენ.), 1:1 დოსევი (74)
მარკუა-ოსერი 2:6
ბურ-პერონა-გენგამი 0:2
გოლები: 0:1 ბოვიუ (10), 0:2 იატაბარე (30)
ლა კაიოლი-ბალან ილ რუსი 0:2
სტ. არმანი-კრუა 1:1 (2:4 პენ)
ამიენი-ლილი 1:3
გოლები: 1:0 ბენარიე (6), 1:1 ს. კალუ (23), 1:2 ს. კალუ (57), 1:3 როდელენი (66)
ბასტია-ევიანი 1:0
გოლი: 1:0 რასპენტინო (20)
ლა სიუზი-ლიონი 1:6
გოლები: 0:1 გომისი (6), 1:1 პიშო (41-პენ.), 1:2 გრენიე (42), 1:3 გომისი (56), 1:4 ლაკასეტი (58), 1:5 მალბრანკი (66), 1:6 ლაკასეტი (79)
ნანტი-ნიცა 0:2
გოლები: 0:1 დიგარი (8), 0:2 ბრიულსი (88)
რაონ ლ’ეტაპი-ბორდო 1:2
გოლები: 0:1 საივე (15-პენ.), 1:1 პატენი (71), 1:2 ბელიონი (86)
როდეზი-მონპელიე 0:2
გოლები: 0:1 მეზაგე (10), 0:2 ნიანგი (65-პენ)
კემპერლე-აიაჩო 1:2
გოლები: 1:0 ლე გალი (17), 1:1 ფატი (29), 1:2 ედუარდო (59)
ბრესტი-პსჟ - გადაიდო
კანი-სტ. ეტიენი - გადაიდო
ვანი-მონაკო 2:3
გოლები: 1:0 კაკინი (2), 1:1 ფალკაო (3), 2:1 აგემონი (35), ჯ. როდრიგესი (42), 2:3 ფერეირა-კარასკო (86)
სეტი-კარკფუ 2:0
მარსელი-რეიმსი 0:0 (2:0 დ.დ.)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"