ბულგარელს ლუკას ოკამპოსმა უპასა და მანაც მასპინძელთა 18 წლის მეკარეს, მუე ასენს დაასწრო. თუმცა ეს მხოლოდ 115-ე წუთზე მოხდა. არადა, კლაუდიო რანიერის გუნდი 47-ე წუთის მერე ათკაციან მეტოქეს ეთამაშებოდა, მაგრამ ძირითად დროში მაინც ვერ მოუგო. ნიცელები ტიმოტე კოლოძეიჩაკმა დააღალატა, რომელიც პირველ ნახევარში ძალიან კარგი
შემდეგ ეტაპზე გააღწია "რენმაც". ლიგა 1-ის წინა ტურში გამოკვეთილ აუტსაიდერ "აიაჩოსთან" შერცხვენილი ბრეტონელების თავკაცმა ფილიპ მონტანიემ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შემოგვთავაზა. აღსანიშნავია, რომ მან ძირითადში დააყენა იანვრის ბოლოსკენ სწორედ "ოსერიდან" ნაყიდი პოლ-ჟორჟ ნტეპი. ახალგაზრდა ფორვარდს ერთი-ორი შანსი კი ჰქონდა, მაგრამ ყოფილ გუნდს ვერ გაუტანა.
საბოლოოდ, "რენმა" ფუედ კადირის ერთადერთი გოლით მოიგო. ოსერელები 55-ე წუთის შემდეგ ათი კაცით კი თამაშობდნენ, მაგრამ მაინც იბრძოლეს და სულ მცირე, ერთი აშკარა საგოლე მომენტიც ჰქონდათ.
ბევრად უფრო მშვიდად მოიგო "გენგამმა", რომელიც კორსიკას ეწვია "აიაჩოს" სტადიონზე მეხუთელიგელ "ბალან რუსთან" საპაექროდ. იმ ქალაქის გუნდი, რომელშიც სულ რაღაც 3 500 ადამიანი ცხოვრობს, აქამდეც რომ მოვიდა, ესეც დიდი წარმატებაა. "გენგამს" თავი არ მოუკლავს, მშვიდად მოიგო 2:0 და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი საფრანგეთის თასის 2009 წლის გამარჯვებულია. მეტი ტიტული გენგამელებს არც აქვთ.
მეოთხე დივიზიონის ბინადარმა "მულენმა", რომელმაც წინა ეტაპიდან სენსაციურად გამოაგდო "ტულუზი", სტარტზევე მიიღო გოლი მეხუთელიგელი "სეტისგან".
თუმცა შემდეგ ტულუზელებთან ჩატარებული მატჩის გმირმა და დუბლის ავტორმა სებასტიენ და სილვამ იფეთქა და ამჯერადაც დუბლი გაახერხა. 26 წლის თავდამსხმელის ასეთ თამაშს, ალბათ, რამდენიმე სკაუტი ჩაინიშნავდა და ზაფხულში, წესით, ის ბევრად უფრო მაღალი რანგის გუნდში უნდა ვიხილოთ.
"სეტმა" კი საბოლოოდ შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრა და გმირული ბრძოლის მიუხედავად, ვერაფერს გახდა - ბოლოს მესამეც გაუშვა და ტურნირს დაემშვიდობა.
ბალან რუსი-გენგამი 0:2
გოლები: 0:1 სერდანი (40), 0:2 დიალო (57)
ოსერი-რენი 0:1
გოლი: 0:1 კადირი (23)
ნიცა-მონაკო 0:0 (0:1 დ.დ.)
გოლი: 0:1 ბერბატოვი (114)
გაძევება: კოლოძეიჩაკი (47. ნიცა)
მულენი-სეტი 3:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"