ზლატან იბრაჰიმოვიჩი: იმედია, მალე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ბოლო დროს პროგრესი განიცადა. მისი თქმით, ახლო მომავალში ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოგებისთვის იბრძოლებს.

"ჩემპიონთა ლიგაში მოგება ის მიღწევაა, რომელსაც ყველა გუნდი ვერ აღწევს. თუმცა მომავალზე ამჟამად არ ვფიქრობთ.

თუ მიმდინარე სეზონში პსჟ-მა 1/4-ფინალს მიაღწია, ეს უკვე წარმატება იქნება.

ნათელია, რომ გუნდი ყოველ წელს პროგრესირებს. იმედია, მალე ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული