2:1 მოიგო "ბორდომ", რომელიც "ლანსს" ეპაექრებოდა. გოლის გემო გაიხსენა შეიკ დიაბატემაც. ვილი სანიოლის გუნდი ევროზონაშია.
უბერ ფურნიემ უშუალო კონკურენტების - "პარი სენ-ჟერმენისა" და "მარსელის" დუელით ისარგებლა და თავისი თამაში მოიგო. ნაბილ ფეკირი დუბლით გამოირჩა, ერთიც ალექსანდრ ლაკაზეტმა შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ეს ლიონელების მიჯრით მე-5 გამარჯვებაა, ხოლო წაუგებელი სერია 9 თამაშამდე გაიზარდა.
თავგადასავლების
"სენტ ეტიენმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 ფრედ დაასრულა. "მონაკოს" მხრიდან კი ლასინა ტრაორეს გოლი აღვნიშნოთ. თუ ეს ფეხბურთელი ძველებურად ათამაშდა და გადახდილი თანხის გამართლება დაიწყო, ლეონარდო ჟარდიმის ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
კლოდ მაკელელეს "მონპელიესთან" მატჩის ჩატარება აღარც დასცალდა, მას "გენგამთან" მარცხი არ აპატიეს და პოსტიდან დაითხოვეს. დროებითი მწვრთნელების ხელში კი "ბასტია" ადგა და "მონპელიეს" მოუგო.
არაფერი შველის "ლილს" და საქმეს აქედანვე ისეთი პირი უჩანს, რომ ამ სეზონში რენე ჟირარი ჩემპიონთა ლიგის კი არა, ალბათ, ევროპალიგის საგზურსაც ვეღარ შესწვდება.
მთავარი კი გვიანი მატჩი გახლდათ, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" სიურპრიზი მოუმზადა "მარსელს" - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მომჯობინება მოასწრო და ცოტა ხანი ითამაშა კიდეც. დროულად ჩამდგარა მწყობრში მარკო ვერატიც. ლორან ბლანის ბიჭებმა გათამამებულ და ბოლოსკენ 10 კაცით დარჩენილ "მარსელს" აჯობეს და უმნიშვნელოვანესი "კლასიკი" მოუგეს (ზედიზედ მეექვსედ). შედეგად, პარიზელებმა ლიდერთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს.
ლიგა 1. XIII ტური
რენი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 პედრო ენრიკე (89)
ლანსი-ბორდო 1:2
გოლები: 0:1 ხაზრი (24), 0:2 დიაბატე (41)
ბასტია-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 ტალო (21), 2:0 ტალო (45)
კაენი-ნანტი 1:2
გოლები: 1:0 დუამელი (23), 1:1 ვისკარონდო (40), 1:2 ვერეტო (60)
ევიანი-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 ვასი (76)
ტულუზი-მეცი 3:0
გოლები: 1:0 სირიე (3), 2:0 ბენ იედერი (61), 3:0 პეშიჩი (71)
ლიონი-გენგამი 3:1
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (8), 2:0 ფეკირი (20), 2:1 ენტონი ლოპეში (45-ს.კ-ში), 3:1 ფეკირი (87)
რეიმსი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 მუკანჯო (26-პენ.), 2:0 მანდი (33)
გაძევება: კორშია (24. ლილი)
სტ. ეტიენი-მონაკო 1:1
გოლები: 0:1 ლ. ტრაორე (17), 1:1 ვან ვოლფსვინკელი (58)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაჯი, რ. კარვალიო, კურზავა - ტულალანი, ბაკაიოკო - დირარი (90+2. ეჩიეჯილე), მოუტინიო, ჟერმენი (64. ოკამპოსი) - ლ. ტრაორე (76. კონდოგბია)
გაძევება: ბაკაიოკო (71. მონაკო)
პსჟ-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 ლუკასი (38), 2:0 კავანი (85)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - პასტორე (88. მარკინიოსი), ვერატი (66. კაბაი), მატუიდი - ლუკასი, ლავეცი (66. იბრაჰიმოვიჩი), კავანი
ბომბარდირები: 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 10 - ანდრე პიერ ჟინიაკი (მარსელი); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი); 6 - კარლოს ედუარდო (ნიცა), ედინსონ კავანი (პსჟ).
მომდევნო ტური
21 ნოემბერი:
მეცი-პსჟ.
22 ნოემბერი:
ბასტია-ლიონი, გენგამი-რენი, ლორიანი-ლანსი, მონაკო-კაენი, ნიცა-რეიმსი.
23 ნოემბერი:
ნანტი-სტ. ეტიენი, მონპელიე-ტულუზი, მარსელი-ბორდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"