საფრანგეთი-ალბანეთი 1:1: "მამლების" ალბანური ზავი

AutoSharing Option
ბრეტანის დედაქალაქ რენში საფრანგეთმა ალბანეთს უმასპინძლა და ვერ მოუგო. იტალიელი სპეციალისტის, ჯოვანი დე ბიაზის ხელში ალბანელებს აშკარა პროგრესი აქვთ და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მათ პირველი ტაიმი მერგიმ მავრაის გოლით მოიგეს, თუმცა შეცვლაზე შესულმა ანტუან გრიზმანმა მშვენიერი სოლო-რეიდის მერე გაათანაბრა, მეტის გაკეთება კი "მამლებმა" ვეღარ შეძლეს.

დიდიე დეშამი: "ბევრი საგოლე შანსი გვქონდა და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. უფრო მეტი მომენტი მეორე ტაიმში შევქმენით. შეიძლება იმიტომ, რომ მეტოქე დაიღალა. შეტევაში კარგად მივდიოდით, მაგრამ დეტალებზე სამუშაოა. არ დაგვავიწყდ
ეს, რომ ეს "მხოლოდ" ალბანეთია, მაგრამ ეს პატარა საფეხბურთო ქვეყანა აღარ არის, ამ გუნდმა პორტუგალიაში მოიგო. ჩვენ კი ახალი სისტემით ვითამაშეთ და თანაც ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა".

დიდიმ ფრანკ რიბერიზეც ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ იგი ერთ დღესაც დაბრუნებას გადაწყვეტს. როგორც იცით, "ნაიარევმა სახემ" შესაძლოა, ცხელ გულზე მიიღო სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, ოჯახთან ერთად მეტი დრო მინდა გავატაროო.

ახლა მას "ბაიერნშიც" ცოტა ხანი უწევს თამაში, რადგან ტრავმის მერე ჯერ ფორმაში არ არის. დეშამმა კი თქვა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მესმის, მაგრამ იმედია, ერთ დღესაც დაბრუნებას მოინდომებსო.

"რასაკვირველია, გვერჩივნა მოგვეგო, მაგრამ მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ. მეორე ნახევარში განსაკუთრებით აგრესიულები ვიყავით და ბევრი მომენტიც გვქონდა. ახლა ნაკრებში როტაციაა და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. მთავარია, ოპტიმალურ ვარიანტს მივაგნოთ და ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვიყოთ" - თქვა "მამლების" მეკარემ უგო ლორისმა.

ფრანგებს 2014 წლის ბოლო მატჩი 18 ნოემბერს, შვედებთან ექნებათ.

საფრანგეთი-ალბანეთი 1:1
გოლები: 0:1 მერგიმ მავრაი (40), 1:1 გრიზმანი (73)
საფრანგეთი (4-3-1-2): ლორისი - ჟალე, ვარანი, იანგა-მბივა, დინი (70. დინი) - სისოკო (80. შნედერლენი), კაბაი (59. კაბაი), პოგბა - ვალბუენა - ლაკაზეტი (70. ჟინიაკი), ბენზემა
ალბანეთი (4-4-1-1): ბერიშა - ჰისაი, კანა, მავრაი, აგოლი - ლილა (85. ვილა), აბრაში (69. აიეტი), კუკელი (90+2. ბუკელი), ლენიანი (76. შალა) - მემუშაი - ციკალეში (90+3. ბალაი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული