საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტურის წინ: პსჟ კონტრშეტევაზე გადადის

AutoSharing Option
მას მერე, რაც "მარსელმა" ქულების კარგვა დაიწყო, ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

"პარი სენ-ჟერმენმა" მარსელელებთან მოგების მერე ლიდერთან სხვაობა ქულამდე შეამცირა. გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დაუბრუნდა. მოკლედ, ლორან ბლანის ბიჭები შესანიშნავ გუნება-განწყობაზე არიან. ამიტომაც "მეცის" ადგილას ყოფნას ახლა ცოტა თუ ისურვებდა.

თავად "მარსელი", რომელსაც "კლასიკის" წაგების მერე სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა აქვს მიღებული, "ველოდრომზე" "ბორდოსთან" გამარჯვებით ფიქრობს ხასიათის გამოსწორებას.

კიდევ ერთი განსაკუთრებულად საინტერესო მატჩი "სტად დე ლა ბუჟუარ - ლუი ფონტენოზეა", სადაც მე-5 და მე-6 ადგილებზე მყოფი კლუბები - "ნანტი" და
"სენტ ეტიენი" შეხვდებიან. "იადონებს" ამ სეზონში მხოლოდ 2 წაგება აქვთ ("ლილთან" გასვლაზე და "მონაკოსთან" შინ), ახლა კი 9 მატჩია, არ დამარცხებულან. მიშელ დერ ზაქარიანი ამჯერადაც 3 ქულას გეგმავს.

"მწვანეებს" კი ბოლო 5 მატჩიდან 4 ფრე აქვთ ნათამაშები. კრისტოფ გალტიეს გუნდის სტილის შესახებაც კარგად მოგეხსენებათ. ამიტომაც, გახსნილ თამაშს და ბევრ გოლს, წესით, არ უნდა ველოდოთ.

"ლიონი" ჩემპიონატში ამჟამად ალბათ ყველაზე კარგი გუნდია. უბერ ფურნიემ თავისი გუნდი საუცხოოდ აათამაშა და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - უკანასკნელი 9 შეხვედრიდან "ჟერლანის" ბინადრებს 7 მოგებული აქვთ, ხოლო 2 ფრედ დაასრულეს (სტუმრად პსჟ-სთან და "ნანტთან").

"ლიონის" მორიგი მსხვერპლი "ბასტია" უნდა გახდეს, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ, რაც უნდა იყოს, კორსიკაზე თამაში ძალიან რთულია. დროებითი მწვრთნელების ხელში "ბასტიამ" წინა ტურში "მონპელიეს" მოუგო.

"მონაკო" მყარად ფეხზე ჯერ კიდევ ვერ დადგა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩება. ლეონარდო ჟარდიმის გუნდს ერთ-ერთ აუტსაიდერ "კაენთან" აუცილებლად მოსაგები თამაში აქვს.

"ლილისა" და "ევიანის" მატჩი 7 იანვრისთვის გადაიდო. საქმე იმაშია, რომ "ლილის" სტადიონი ცოტა ხნით ჩოგბურთის კორტად გადაკეთდება და "დევისის თასის" ფინალს უმასპინძლებს საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური
პარასკევი. 21 ნოემბერი
მეცი-პსჟ 23:30

შაბათი. 22 ნოემბერი
ბასტია-ლიონი 20:00
გენგამი-რენი 23:00
ლორიანი-ლანსი 23:00
მონაკო-კაენი 23:00
ნიცა-რეიმსი 23:00

კვირა. 23 ნოემბერი
ნანტი-სტ. ეტიენი 17:00
მონპელიე-ტულუზი 20:00
მარსელი-ბორდო 00:00

ბომბარდირები:
11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 10 - ანდრე პიერ ჟინიაკი (მარსელი); 7 - ვისამ ბენ იედერი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული