"პარი სენ-ჟერმენმა" მოიგო და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში გალიდერდა

AutoSharing Option
21 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის XIV ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "მეცმა" "პარი სენ-ჟერმენი" მიიღო. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

პარიზელთაგან გატანილი გოლებით ხავიერ პასტორე (მე-9 წუთი) და ესეკიელ ლავეცი (83) გამოირჩნენ, კიდევ ერთი საკუთარ კარში "მეცის" მცველმა გაეტენ ბუსმანმა (16) გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მოედანზე 90 წუთი გაატარა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა.

მასპინძელთაგან დუბლი მადიბო მაიგამ (49, 53) გაიფორმა, რომელმაც ორივე პენალტიდან გაიტანა.

ამ გამარჯვებით ლორან ბლანის გუნდმა 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში
გალიდერდა. მეორე ადგილზე მყოფ "მარსელს", რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 28 ქულა აქვს.

ლიგა 1-ის XIV ტურის დანარჩენი შეხვედრები 22 და 23 ნოემბერს გაიმართება (იხილეთ ვრცლად).

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური
შაბათი. 22 ნოემბერი
ბასტია-ლიონი 20:00
გენგამი-რენი 23:00
ლორიანი-ლანსი 23:00
მონაკო-კაენი 23:00
ნიცა-რეიმსი 23:00

კვირა. 23 ნოემბერი
ნანტი-სტ. ეტიენი 17:00
მონპელიე-ტულუზი 20:00
მარსელი-ბორდო 00:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული