ფრანკ რიბერი: "ოქროს ბურთი" აღარაა პრიზი, ის პოლიტიკაა

AutoSharing Option
სკანდალური განცხადება გააკეთა მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ. ფრანგ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზს საფეხბურთო დამსახურებებისთვის არ აძლევენ.

გასულ წელს, ფიფას "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც კენჭისყრაში აჯობა ლიონელ მესისა და ფრანკ რიბერის.

"როგორც კი დაჯილდოების ცერემონიაზე მივაღწიე, მაშინვე მეუღლეს დავურეკე და ვუთხარი, რომ დავმარცხდებოდი. დავინახე, როგორ ეხვეოდა იოზეფ ბლატერი რონალდოს.

სულელი არ ვარ. გასაგები იყო, რომ ის მოიგებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ჩავიდოდა ციურიხში მთელი ოჯახით.

წელსაც ასე იქნება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. "ოქროს ბურთი"
უკვე აღარ არის პრიზი საუკეთესო ფეხბურთელისთვის", - განაცხადა რიბერიმ.

ფრანგის აზრით, წელს "ოქროს ბურთი" უნდა მოიგოს "ბაიერნში" მისმა რომელიმე თანაგუნდელმა: ან მეკარე მანუელ ნოიერმა, ან ნახევარმცველმა არიენ რობენმა.

ფიფა გაფართოებული სიიდან სამ ფავორიტს პირველ დეკემბერს გამოაცხადებს, გამარჯვებულის ვინაობა კი 2015 წლის 12 იანვარს, ქალაქ ციურიხში გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოჰ კაი ერთი გენიოსო ნუ გაატრ...კე. ბევრი ფიქრი დაგჭირდა იმის მისახვედრად რომ წელსაც კრიშტიანო იქნება? არა შენ თუ გაჯობა მაშინ რა თქმა უნდა ჩაწყობილი იყო
fraternity
11:24 27-11-2014
0
რა გააკეთა წელს რონალდუმ ან მესიმ?

პორტუგალიამ ჩაისვარა, არგენტინაც დამარცხდა

წელს მუნდიალის წელი იყო. კლუბები მეორე ხარისხოვანია
fraternity-ს
14:20 27-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული