ტიაგო მოტასთვის ცხვირის გატეხვის გამო ბრანდაოს ციხეში სვამენ

AutoSharing Option
"ბასტიას" თავდამსხმელ ბრანდაოს "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველ ტიაგო მოტაზე თავდასხმისთვის ერთი თვით ციხე მიუსაჯეს. ამასთან, ფეხბურთელი 20 ათასი ევროთიც დაჯარიმდა. ამის შესახებ L'Equipe-ი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ბრანდაო საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩის დროს, ტრიბუნებს ქვემოთ ნაგებობაში მეტოქე გუნდის ჰავბეკს ფიზიკურად გაუსწორდა - თავი სახეში ისე ჩაარტყა, ცხვირი გაუტეხა.
იხილეთ ჩხუბის ვიდეო
Sportall.Ge

ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით მაშინვე დასაჯა.

არსებობს ვარაუდი, რომ ბრანდაოს სასჯელის მოხდა გისოსებს მიღმა არ მოუწევს და სანაცვლოდ მას საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს დააკისრებენ. 34 წლის ფეხბურთელის ადვოკატმა უკვე განაცხადა,
რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის შეტანას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული