სტადიონ "მუნისიპალზე" გამართულ შეხვედრაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, "მონაკომ" ბულგარელი თავდამსხმელის დიმიტარ ბერბატოვის დუბლით (45-ე, 77-ე წუთები) "ტულუზას" ანგარიშით 2:0 სძლია. მეორე გოლი ფორვარდმა პენალტით გაიტანა.
ამ გამარჯვებით "მონაკომ" სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და 27 ქულით მე-7 პოზიციაზე აინაცვლა, "ტულუზა" 20 ქულით მე-11 ადგილზე რჩება.
ლიგა 1-ის XVII ტურის დანარჩენი მატჩები 6 და 7 დეკემბერს გაიმართება.
საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური
6 დეკემბერი
პსჟ-ნანტი 20:00
ბორდო-ლორიანი 23:00
რენი-მონპელიე 23:00
სტ. ეტიენი-ბასტია 23:00
7 დეკემბერი
ევიანი-ლიონი 17:00
ლანსი-ლილი 20:00
რეიმსი-გენგამი 20:00
მარსელი-მეცი 00:00
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტურის წინ: ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე?