რუდი გარსია 2014 წლის საუკეთესო ფრანგ მწვრთნელად დაასახელეს

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" 2014 წლის საუკეთესო ფრანგ მწვრთნელად "რომას" 50 წლის თავკაცი რუდი გარსია დაასახელა. გარსიამ ეს ჯილდო შარშანაც მიიღო და 2011 წელსაც. ასე რომ, მან თავისებური ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გარსიამ "რომა" 2013/14 წლების სეზონში ჩაიბარა და მისმა გუნდმა სერია A მე-2 ადგილზე დაასრულა.

მიმდინარე სეზონშიც "რომა" მეორეა და "იუვენტუსის" მთავარი მოცილეა სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

2010/11 წლებში რუდიმ "ლილს" საფრანგეთში ოქროს დუბლი მოაგებინა - "ლილი" ჩემპიონიც გახდა და საფრანგეთის თასიც მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული