პსჟ-ის მფლობელი: როცა ზლატანი წავა, ახალი ფორვარდისთვის 100 მილიონ ევროს გამოვყოფ

AutoSharing Option
პსჟ-ის მფლობელმა ნასერ ელ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ ახალი ფორვარდის საყიდლად ფულს არ დაიშურებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელს, როცა ზლატანს კონტრაქტის ვადა ამოეწურება, ძლიერი თავდამსხმელის ყიდვას შევძლებთ.

ფინანსური fair-play კლუბებს ძვირ შენაძენებზე ხელს არ უწყობს, მაგრამ პსჟ-ისთვის ეს მხოლოდ პლუსია.

ფორვარდის პოზიციის გასაძლიერებლად 100 მილიონი ევროს დახარჯვა შეგვიძლია. გინდა ერთი ფეხბურთელი იყოს ან რამდენიმე. მათი შეძენის გამო სახელფასო ზღვარი უნდა დავწიოთ", - თქვა ელ-ჰელაიფიმ France Football-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი პსჟ-სთან 2016 წელს იწურება. მაგ დროისთვის
იბრაჰიმოვიჩი უკვე 34 წლის იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული