ედინსონ კავანიმ შესაძლოა პსჟ დატოვოს

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში პსჟ-ის მფლობელი ნასერ ალ-ჰელაიფი და პარიზელების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ერთმანეთს შეხვდებიან, რომ გუნდის თავდამსხმელის, ედინსონ კავანის საკითხი განიხილონ.

France Football-ის ინფორმაციით, პსჟ მზადაა, ფეხბურთელი გაუშვას, თუ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს შემოთავაზება წამოვა.

აღნიშნული თანხა კი საფრანგეთის ჩემპიონებს, ფინანსური "ფეარ პლეის" ფარგლებში, "ვოლფსბურგის" ფეხბურთელის, კევინ დე ბრაინეს დამატების შესაძლებლობას მისცემს, რომლითან ფრანგები აქტიურად არიან დაინტერესებულები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული