ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ღმერთის გწამს? ესე იგი, ჩემიც გწამს

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ გაიხსენა, თუ როგორ დაამშვიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარლო ანჩელოტი, როცა ის ფრანგულ გუნდს წვრთნიდა.

საუბარია 2013 წელზე, როცა პსჟ "ლიონთან" მატჩისთვის ემზადებოდა.

"2012/13 წლებში, სანამ ჩემპიონები გავხდებოდით, მნიშვნელოვანი მატჩი გველოდა "ლიონთან". კარლო ანჩელოტი ცოტა დაძაბული იყო, ამიტომ იბრა მივიდა მასთან და ჰკითხა, იესოსი თუ სწამდა. მან უპასუხა "დიახ", რაზეც ზლატანმა უთხრა: "შესანიშნავია, ესე იგი, ჩემი გწამს. შეგიძლია დამშვიდდე".

ეს არის ჩვენი ზლატანი, ის ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში. ეს ეხმარება მას, იყოს დიადი ფეხბურთელი", - თქვა ვერატიმ.

შვედმა
ფეხბურთელმა 2012/13 წლების სეზონში 30 გოლი გაიტანა და პარიზულ გუნდს ბოლო 19 წლის განმავლობაში პირველად მოაპოვებინა ჩემპიონობა. მომდევნო სეზონში კი იბრაჰიმოვიჩმა 26 გოლი გაიტანა, ხოლო პსჟ-მა ტიტული დაიცვა.

მომზადებულია espnfc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული