23:42 10-01-2015
საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური: "ბასტიამ" ზლატანი და კომპანია გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
10 იანვარს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის მატჩში "ბასტიამ" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რომ კორსიკელთა პირველ გუნდში ირიცხება ლუკა კიკაბიძე, რომელიც ჯერჯერობით არ თამაშობს ოფიციალურ მატჩებში.
როგორც ფავორიტს ეკადრებოდა, ლორან ბლანის შეგირდები მალე 2:0 დაწინაურდნენ, გოლები ლუკას მოურამ და ადრიენ რაბიომ გაიტანეს. ამ ორ გოლს შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლუკასი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ბრაზილიელმა ვერ გაიტანა.
32-ე წუთზე იოან კაბაიმ საკუთარ საჯარიმოში უნებურად ითამაშა ხელით და ბასტიელებმა ჯერ პენალტით გაათანაბრეს, შემდეგ ფრანსუა მოდესტომ ჩამოწოდებულ კუთხურს თავური დაუხვედრა და ტაიმი 2:2 მორჩა.
მეორე ტაიმის გმირი გახდა ჟულიენ პალმიერი, რომელმაც ჯერ ფანტასტიკური დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი მატჩის მიწურულს დუბლი შეასრულა. ამ გოლამდე ტიაგო სილვას დარტყმული ხარიხას მოხვდა - 4:2.
ეს პსჟ-ს მეორე მარცხია სეზონში. არადა, გამარჯვების შემთხვევაში ბლანის გუნდი ლიდერ "მარსელს" დაეწეოდა, რომელმაც წინა დღით მოულოდნელად "მონპელიესთან" 1:2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული