ლიგა 1. XXII ტური: "ლანსს" სენტ-ეტიენში სასწაულამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
6 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ის XXIV ტური სენტ-ეტიენში გაიხსნა, სადაც ადგილობრივი გუნდი "ლანსს" დაუპირისპირდა. "სენტ ეტიენი" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე წაგებას ბეწვზე გადაურჩა.

"ჟეფრუა გიშარზე" გამართული უხვგოლიანი და დრამატული შეხვედრა საბოლოოდ ფრედ 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ექვსიდან ხუთი გული მატჩის მეორე ტაიმში გავიდა.

ანგარიში კამერუნელმა ლანდრი ნგემომ (18) გახსნა, იოან მოლომ (57) კი მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა და თითქოს ყველაფერი ლოგიკურად ვითარდებოდა...  მაგრამ ამის შემდეგ სტუმართა შორის ჯერ დუბლით გამოირჩა იოან ტუზგარი (60, 69-პენ), შემდეგ კი პაბლო ჩავარიამაც (77) გაიტანა და
"სენტ ეტიენი" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მასპინძლებს ქულა მევლუთ ერდინჩმა შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გატანილი გოლით გადაურჩინა.

შედეგად, "სენტ ეტიენმა" 43 ქულით შეინარჩუნა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი, "ლანსი" კი, რომელსაც 22 ქულა აქვს, ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.

ლიგა 1-ის XXIV ტურის დანარჩენი შეხვედრები 7 და 8 თებერვალს გაიმართება.

იხილეთ: ლიგა 1. XXIV ტურის წინ: სუპერმატჩი ლიონში

საფრანგეთი. ლიგა 1. XXIV ტური
7 თებერვალი
რენი-მარსელი 19:00
ბასტია-მეცი 23:00
კაენი-ტულუზი 23:00
ევიანი-ბორდო 23:00
მონპელიე-ლილი 23:00
რეიმსი-ლორიანი 23:00

8 თებერვალი
გენგამი-მონაკო 17:00
ნიცა-ნანტი 20:00
ლიონი-პსჟ 00:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული