ვიდეო: პსჟ-კაენი 2:2
14 თებერვალს ლიგა 1-ის 25-ე ტურის ხუთი მატჩი გაიმართა და ერთი გადაიდო. "მონაკომ" ვერ უმასპინძლა "მონპელიეს", რადგან წვიმის გამო "ლუი II" მინდორი დაიტბორა.
"პარი სენ-ჟერმენმა" ვერ გამოიყენა "მარსელის" ფეხის დაცდენა და ვერ გადაუსწრო, არადა, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ესეკიელ ლავეცის გოლებით ბოლოსწინა წუთამდე 2:0-ს უგებდა "კაენს" და აქ დაიწყო...
ჯერ ემილიანო სალამ ერთი ბურთი გაქვითა, მერე ერვე ბაზილმა "კაენს" ქულა მოუტანა - 2:2. "ლიონი" პირველ ადგილზე რჩება და კვირას თამაშობს.
პსჟ-კაენი 2:2
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (2), 2:0 ლავეცი (40), 2:1 სალა (89), ბაზილი (92)
ლანსი-ევიანი 0:2
გოლები: 0:1 დუამელი (19), 0:2 დუამელი (35)
ლილი-ნიცა 0:0
მონაკო-მონპელიე
გადაიდო
ნანტი-ბასტია 0:2
გოლები: 0:1 სიო (30), 0:2 აიტე (75)
ტულუზი-რენი 2:1
გოლები: 1:0 ტრეხო (9), 1:1 ტოივონენი (82), 2:1 პეშიჩი (84)
1. ლიონი - 50 ქულა; 2. მარსელი - 49; 3. პსჟ - 49; 4. სენტ ეტიენი - 41; 5. მონაკო - 40.
01:04 15-02-2015
ლიგა 1. XXV ტური: პსჟ-მ "მარსელის" ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული